• რეკლამა
  • კონტაქტი
08:47, კვირა, 11 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეუთო/ოდირის ანგარიშით სრულად განადგურდა რადიკალური პარტიების, “ენჯეოების” და სალომე ზურაბიშვილის ცრუ ბრალდება 300 000 ხმის გაყალბების, სიების დუბლირების შესახებ” – შალვა პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:18 12-21-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
138

მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს წარმავალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მმართველი გუნდი ამ დარღვევაზე საჯაროდ მიუთითებდა, თუმცა ეს სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ანგარიშებში არ ასახეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს წარმავალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, რომელმაც, როგორც ანგარიშში წერია, „აქტიური როლი შეასრულა საარჩევნო კამპანიაში, როდესაც ოპოზიციასთან კონსულტაციები გამართა წინასაარჩევნო კოალიციებისა და მთავრობის დაკომპლექტების თაობაზე, რითაც, პოტენციურად, გავიდა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ნეიტრალური არბიტრის მანდატიდან“. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ამ დარღვევაზე საჯაროდ მივუთითებდით, თუმცა ეუთო/ოდირის გარდა, არცერთმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ეს ფაქტი საკუთარ ანგარიშში არ ასახა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, სრულად დაიმსხვა რადიკალური პარტიების, „ენჯეოების“ და სალომე ზურაბიშვილის ყალბი ბრალდება თითქოს რეგისტრაციის აპარატებში სიების დუბლირების და „ერთი პირადობის მოწმობით 17-ჯერ ხმის მიცემის“ შესახებ.

„ანგარიშში ასევე მოხვდა ISFED-ის პარადოქსული ქცევა, რომელმაც უარი თქვა პარალელური დათვლის შედეგების გასაჯაროებაზე. შეგახსენებთ, რომ ამან ნიადაგი შეუქმნა ამობეჭდილ და ატვირთულ ოქმებს შორის სხვაობის შესახებ ცრუ ნარატივების გაგრძელებას. ჩვენ დღემდე ველოდებით ამ დოკუმენტის გამოქვეყნებას, მაგრამ უშედეგოდ. შეგახსენებთ, რომ არც ეს ფაქტი მოხვდა სხვა დამკვირვებლების ანგარიშში.

რასაკვირველია, როგორც ეუთო/ოდირის ყველა სხვა ანგარიში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებში, ის შეიცავს კრიტიკულ ასპექტებს და რეკომენდაციებს, რომლებზეც აუცილებლად გვექნება სათანადო რეაგირება.

რადიკალური ოპოზიციის თითქმის ორთვიანი ისტერიის ფონზე, ეუთო/ოდირის ანგარიშის მთავარი დამსახურება მაინც ის არის, რომ მან საბოლოოდ ამხილა ოპოზიციის ცრუ ბრალდებები, რომლითაც ისინი უკვე ორი თვეა არჩევნების შედეგების გაყალბებულად გამოცხადებას ცდილობდნენ. ამიტომ, მინდა, წარმოგიდგინოთ ეუთო/ოდირის მიერ მხილებული ის ხუთი მთავარი ტყუილი, რომელზე რადიკალებმა საკუთარი რევოლუციური სცენარი ააგეს:

საზღვარგარეთ გაუხსნელი უბნები – სრულად დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, „ენჯეოების“ და სალომე ზურაბიშვილის ცრუ ნარატივი უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვის შესახებ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის ერთ-ერთი საბაბიც კი იყო. ამას გარდა, შეგახსენებთ, რომ უცხოელებთან კომუნიკაციისას სალომე ზურაბიშვილი ამ ბრალდებას საპარლამენტო არჩევნების შეუმდგარად გამოცხადებისთვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებდა. ამ ხმაურიანი ცრუ კამპანიის ფონზე, მართლაც გამანადგურებელია მათთვის, რომ ეუთო/ოდირს ეს საკითხი არათუ პრობლემურად, საერთოდ ნახსენებიც კი არ აქვს და ამით საბოლოო წერტილი დაუსვა საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების ვითომდა შეზღუდვის შესახებ სპეკულაციას.

300 000 გაყალბებული ხმა – ეუთო/ოდირის ანგარიშით სრულად განადგურდა რადიკალური პარტიების, ენჯეოების და სალომე ზურაბიშვილის ცრუ ბრალდება 300 000 ხმის გაყალბების შესახებ, რომელიც მათი ვერსიით არსაიდან გაჩნდა და „ქართულმა ოცნებამ“ მიიწერა. არც პირდაპირ და არც ირიბად ამ ანგარიშში რაიმე მსგავსი არც წერია და არც გამომდინარეობს. ერთი სიტყვითაც არ არის ნახსენები, რომ ან ხმის მიცემისას, ან ხმის დათვლისას, ან ოქმის შედგენისას რაიმე გაყალბებას, მანიპულაციას თუ ე.წ. საარჩევნო კარუსელს“ ჰქონდა ადგილი. ამავე კონტექსტში, გაბათილდა კიდევ ერთი ყალბი ნარატივი, როდესაც საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მოსახლეობის რაოდენობის და ცესკოს მიერ დადგენილი ამომრჩევლების რაოდენობის ურთიერთ დადარებით ცდილობდნენ ემტკიცებინათ, რომ მოხდა არარსებული ამომრჩევლის ბიულეტენების ჩაყრა და ამ მითიური 300 000 ხმის მიწერა. ეუთო/ოდირმა დაადასტურა, რომ ამომრჩევლების სიის სიზუსტესთან დაკავშირებით რაიმე კითხვები არ არსებობს.

ერთი პირადობით 17-ჯერ მიცემული ხმა – სრულად დაიმსხვა რადიკალური პარტიების, „ენჯეოების“ და სალომე ზურაბიშვილის ყალბი ბრალდება თითქოსდა რეგისტრაციის აპარატებში სიების დუბლირების და „ერთი პირადობის მოწმობით 17-ჯერ ხმის მიცემის“ შესახებ. სიების დუბლირება გამოირიცხა ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნითაც და ეუთო/ოდირის ანგარიშითაც“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, ეუთო-ოდირის დასკვნით, განდგურდა კიდევ ერთი სამარცხვინო ტყუილი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი რადიკალურ პარტიებთან და ზოგიერთ მათ მოკავშირე უცხოელ აქტორთან ერთად ავრცელებდა, არჩევნებში თითქოსდა რუსეთის ჩარევის შესახებ. მისივე თქმით, ეუთო/ოდირმა არათუ დაადგინა, მას ეჭვის დონეზეც კი არ აქვს გამოთქმული რაიმე ვარაუდი არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით.

„გაჟონილი მარკირება – დაბოლოს, ბოლო ხავსი, რომელსაც რადიკალური პარტიები, „ენჯეოები“ და სალომე ზურაბიშვილი არჩევნებიდან მეხუთე დღეს ჩაეჭიდნენ: საარჩევნო ბიულეტენზე მარკირების მეორე მხარეს გაჟონვა. შეგახსენებეთ, რომ ამ საბაბით ისინი უბნების 90%-ის ბათილად ცნობას და ამით ახლად არჩეული პარლამენტის შეკრების ჩაშლას ცდილობდნენ. ეუთო/ოდირის ანგარიშის თანახმად, მათ დაკვირვებების 94% მარკირების მეორე მხარეს გამოჩენის შემთხვევა საერთოდ არ დაუფიქსირებიათ. დაკვირვების მხოლოდ 6%-ში მათ მართალია დააფიქსირეს მარკირების მეორე მხარეს გამოჩენის შემთხვევა, თუმცა, მათი შეფასებით ამას მხოლოდ პოტენციურად შეეძლო ფარულობის დარღვევა; ხაზს ვუსვამ, რომელსაც მხოლოდ „პოტენციურად შეეძლო ფარულობის დარღვევა“ და არა „რომლითაც ფარულობა დაირღვა“. ამასთან ეუთო/ოდირი ფარულობის დარღვევის რისკის შემცველ მთავარ გარემოებებად აბსოლუტურად სხვა საკითხებს ასახელებს. ესენია: თავად ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის არასწორად განთავსება, უბანზე ხალხის დიდი რაოდენობა, უბნის შიდა პერიმეტრის მოწყობა და ა.შ. ასე, რომ მითი ბიულეტენის მონიშვნის საყოველთაო გაჟონვის შესახებ საბოლოოდ დაიმსხვრა.

ასე, ერთი ანგარიშით დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, „ენჯეობის“, სალომე ზურაბიშვილის და მათი უცხოელი შემგულიანებლების ხუთი მთავარი ტყუილი, რომლითაც ისინი ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას და მილიონზე მეტი ამომრჩევლისთვის ხმის წართმევას ცდილობდნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved