• რეკლამა
  • კონტაქტი
03:02, სამშაბათი, 7 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეცადეთ იძინოთ მუცელზე, ეს წამალზე უკეთესია” – აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმის რჩევები კორონავირუსთან საბრძოლველად

ალია ავტორი - ალია
11:09 04-07-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

ექი­მი-კარ­დი­ო­ლო­გი ნანა გე­გეჭ­კო­რი, რო­მე­ლიც უკვე 20 წე­ლია აშშ-ში ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს, კა­ტე­გო­რი­უ­ლად აფრ­თხი­ლებს ადა­მი­ა­ნებს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მსუ­ბუ­ქი ფორ­მის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­მა არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა მი­მარ­თონ მე­დი­კა­მენ­ტო­ზურ მკურ­ნა­ლო­ბას, მით უმე­ტეს, თვით­ნე­ბუ­რად, ექი­მის მი­თი­თე­ბის გა­რე­შე.

გე­გეჭ­კო­რი 5 წე­ლია ნიუ-იორკში, The Mount Sinai-ის სა­მე­დი­ცი­ნო ქსე­ლის ჰოს­პი­ტალ­ში, კარ­დი­ო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მუ­შა­ობს და იმ შე­კი­თხვებს პა­სუ­ხობს, რაც მის პა­ცი­ენ­ტებს და არამ­ხო­ლოდ პა­ცი­ენ­ტებს, კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით უჩ­ნდე­ბათ.

გთა­ვა­ზობთ ვრცელ პოსტს, რო­მე­ლიც ნანა გე­გეჭ­კორ­მა “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

“რაც ეს ეპი­დე­მია და­ი­წყო, ყო­ველ­დღე ვე­სა­უბ­რე­ბი უამ­რავ უც­ნობ ადა­მი­ანს. ვცდი­ლობ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვუ­პა­სუ­ხო მათ კი­თხვებს და და­ვეხ­მა­რო და­ა­ვა­დე­ბის სახ­ლში მარ­თვა­ში (თუ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას არ სა­ჭი­რო­ე­ბენ).ასევე დაგაინტერესებთ.

ძა­ლი­ან ხში­რად ვა­წყდე­ბი შემ­თხვე­ვებს, როცა თვით­ნე­ბუ­რად ღე­ბუ­ლო­ბენ სხვა­დას­ხვა ან­ტი­ბი­ო­ტი­კებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ორი ცნო­ბი­ლი ან­ტი­ბი­ო­ტი­კის კომ­ბი­ნა­ცი­ას (სა­ხე­ლებს შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვწერ, რომ ვინ­მეს არ გა­უჩ­ნდეს მი­ღე­ბის სურ­ვი­ლი). გთხოვთ ნუ იზამთ ამას! კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ მე­დი­კა­მენ­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ პა­ცი­ენტს აღე­ნიშ­ნე­ბა სუნ­თქვის მძი­მე უკ­მა­რი­სო­ბა და არის ჟანგბად­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ან მარ­თვით სუნ­თქვა­ზე. სხვა შემ­თხვე­ვა­ში არა­ნა­ირ მე­დი­კა­მენტს არ ვი­ყე­ნებთ!

მე­ტიც, ორი­ვე ამ ცნო­ბილ წა­მალს ახა­სი­ა­თებთ მძი­მე გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი, მათ შო­რის სიკ­ვდი­ლის რის­კის­შემ­ცვე­ლი არით­მია, ე.წ პარ­კუ­ჭო­ვა­ნი ფიბ­რი­ლა­ცია. არ მი­ი­ღოთ ეს წამ­ლე­ბი ექი­მის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე, გთხოვთ! ჩემს კო­ლე­გებს კი ვთხოვ­დი, ნუ გა­მო­წერთ ამ წამ­ლებს სახ­ლის პი­რო­ბებ­ში.

კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მსუ­ბუქ ფორ­მებს არ სჭირ­დე­ბა არა­ნა­ი­რი მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა! ასე­თი ფორ­მე­ბის მარ­თვის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პე­ბია:

1. აღ­რი­ცხეთ სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის პირ­ვე­ლი დღე.

2. ყუ­რა­დღე­ბით და­აკ­ვირ­დით სიმპტო­მებს და ყო­ვე­ლი ახა­ლი სიმ­ტო­მის გა­მოვ­ლე­ნა ასე­ვე აღ­ნიშ­ნეთ (ეს ექიმს და­ეხ­მა­რე­ბა და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბა­ში).

3. მი­ი­ღეთ საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე­ე­ბი.

4. ეცა­დეთ იკ­ვე­ბოთ სრულ­ფა­სოვ­ნად, რამ­დე­ნა­დაც მო­ა­ხერ­ხებთ. და­ა­ვა­დე­ბას ახა­სი­ა­თებს ყნოს­ვის და გე­მოს გაქ­რო­ბა და შე­იძ­ლე­ბა კვე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო არ იყოს, მაგ­რამ ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმის­თვის, რომ ელექტრო­ლი­ტუ­რი ბა­ლან­სი არ და­ირ­ღვეს და დე­ჰიდ­რა­ტა­ცია არ მოხ­დეს.

5. თუ სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვთ იზო­ლა­ცი­ის პი­რო­ბე­ბის დაც­ვით, გა­ა­ტა­რეთ დრო სუფ­თა ჰა­ერ­ზე (ეზო­ში ან აი­ვან­ზე, ნუ ისე­ირ­ნებთ იქ, სა­დაც სხვე­ბი სე­ირ­ნო­ბენ).

6. ეცა­დეთ იძი­ნოთ მუ­ცელ­ზე, ეს გან­სა­კუ­თე­ბით იმათ ეხე­ბა, ვი­საც ხვე­ლა ან სუნ­თვის უკ­მა­რი­სო­ბა აქვს გა­მო­ხა­ტუ­ლი. მუ­ცელ­ზე ძილი (ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ფრო­ნინ­გი) წა­მალ­ზე უკე­თე­სი სა­შუ­ა­ლე­ბაა ფილ­ტვე­ბის და­სა­ცა­ვად. ფრო­ნინ­გი არაა რე­კომ­დე­ნი­რე­ბუ­ლი სიმ­სუქ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბის­თვის. ამ ჯგუფ­ში ხში­რად, უარ­ყო­ფით შე­დეგ­საც კი ვღე­ბუ­ლობთ.

7. ასე­ვე, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბის მქო­ნეთ, შე­გიძ­ლი­ათ მარ­ტი­ვი მე­თო­დე­ბით ავარ­ჯი­შოთ ფილ­ტვე­ბი რომ აე­რა­ცია სრულ­ფა­სო­ვა­ნი იყოს. არ­სე­ბობს მარ­ტი­ვი მო­წყო­ბი­ლო­ბა incentive spirometer (ქარ­თუ­ლა­დაც მგო­ნი სპი­რო­მეტ­რი ჰქვია) და ავარ­ჯი­შეთ ფილ­ტვე­ბი ამის გა­მო­ყე­ნე­ბით. ჩვე­უ­ლებ­რივ აფ­თი­ა­ქებ­ში იყი­დე­ბა. თუ სპი­რო­მეტ­რი არ გაქვთ, შე­გიძ­ლი­ათ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­სა­ბე­რი ბურ­თი ან ბუშ­ტი გა­მო­ი­ყე­ნოთ და ბე­როთ დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე (რაც მეტი მით უკე­თე­სი). და­ა­ვა­დე­ბას ახა­სი­ა­თებს ძლი­ე­რი, ზო­გა­დი სი­სუს­ტე, მაგ­რამ შე­ე­ცა­დეთ ფილ­ტვე­ბის კარ­გი აე­რა­ცია უზ­რუნ­ველ­ყოთ.

8. სა­სურ­ვე­ლია შე­ი­ძი­ნოთ პულ­სო­მეტ­რი. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი, თით­ზე წა­მო­საც­ვა­მი მო­წყო­ბი­ლო­ბაა. იყი­დე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ აფ­თი­ა­ქებ­ში. ამით შეძ­ლებთ სის­ხლში ჟანგბა­დის შემ­ცვე­ლო­ბის მო­ნი­ტო­რინგს. მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი გა­უ­ზი­ა­რეთ თქვენს ექიმს. ამ და სხვა კლი­ნი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და­ჯა­მე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს თქვენს ექიმს გა­და­წყვი­ტოს შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მკურ­ნა­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. თუ პულ­სო­მეტ­რი არ გაქვთ დარდს ნუ მი­ე­ცე­მით, გა­მოც­დი­ლი ექი­მი ამის გა­რე­შეც მი­ი­ღებს სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

8. ტემ­პე­რა­ტუ­რის სა­კონ­ტრო­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ ტა­ლი­ნო­ლი, თუმ­ცა ისიც იცო­დეთ, რომ შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლად კონ­ტრო­ლი ვერ მო­ხერ­ხდეს. ეს სა­ში­ში არაა, ტა­ლი­ნო­ლი უფრო იმის­თვი­საა სა­ჭი­რომ რომ დის­კომ­ფორ­ტი შე­იმ­სუ­ბუ­ქოთ.

9. არ და­გა­ვი­წყდეთ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკაც­რი კონ­ტრო­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით დი­ა­ბე­ტის იდე­ა­ლუ­რი მარ­თვაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

10. ეცა­დეთ და­ა­ვა­დე­ბის პე­რი­ოდ­ში არ და­ი­წყოთ რამე ახა­ლი პრე­პა­რა­ტი სხვა და­ა­ვა­დე­ბის სა­მარ­თა­ვად თუ ამის უკი­დუ­რე­სი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არ­სე­ბობს.

11. და­ის­ვე­ნეთ ბევ­რი, ეცა­დეთ გა­ნიტ­ვირ­თოთ და ნუ ჩა­ე­ჭი­დე­ბით ნე­გა­ტი­ურ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

12. სა­სურ­ვე­ლია არ მის­დი­ოთ არა­ე­ქი­მი მე­ზობ­ლე­ბის, მე­გობ­რე­ბის, ბი­ცო­ლე­ბის და მა­მი­დე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებს. აირ­ჩი­ეთ ერთი ექი­მი ვი­საც ენ­დო­ბით და მო­უს­მი­ნეთ მას. ბევრ წყა­რო­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შეც­დო­მე­ბის ალ­ბა­თო­ბას ზრდის.

13. ნუ და­ეყ­რდნო­ბით არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ წყა­რო­ებს. ინ­ტერ­ნე­ტი სავ­სეა ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხში­რად სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­თაც კი.

14. არა­ვი­თა­რი სპორ­ტი და დი­ე­ტე­ბი ავა­დო­ბის დროს. სხე­უ­ლის გა­ლა­მა­ზე­ბას და­ა­ვა­დე­ბის გა­დავ­ლის შემ­დე­გაც მო­ას­წრებთ.

15. და ბო­ლოს ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, ავა­დო­ბის პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მკაც­რი იზო­ლა­ცი­ის დაც­ვა. ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია კა­რან­ტი­ნის პი­რო­ბე­ბის დაც­ვა სიმპტო­მე­ბის გაქ­რო­ბის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში.

16. და ისევ, ნუ მკურ­ნა­ლობთ თვით­ნე­ბუ­რად მე­დი­კა­მენ­ტე­ბით. ეს სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­შია!!!

სა­ნამ სი­ტუ­ა­ცია გა­მოს­წორ­დე­ბა, დარ­ჩით სახ­ლში, და­ი­ცა­ვით სა­კუ­თა­რი თავი და ამით გა­და­არ­ჩენთ უამ­რავ სი­ცო­ცხლეს.

ხში­რად მწე­რენ, რომ მე და ჩემი კო­ლე­გე­ბი გმი­რე­ბი ვართ. ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი ამა­ში ვე­რაფ­რით. ჩვენ ვას­რუ­ლებთ ჩვენს მო­ვა­ლე­ო­ბას. როცა ამ პრო­ფე­სი­ას ვირ­ჩევთ, ჩვენ ვი­ცით რომ ის რის­კებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვართ ასეთ დროს ვი­ყოთ თქვენს გვერ­დით.

ნამ­დვი­ლი გმი­რე­ბი არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც სრუ­ლად აქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა და ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ის დაც­ვით უფრთხილ­დე­ბი­ან სა­კუ­თარ და სხვის სი­ცო­ცხლეს. ხში­რად სა­არ­სე­ბო წყა­როს და­კარ­გვის ფა­სად.

და ბო­ლოს, ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად გა­დავ­ლა­ხავთ ამ ურ­თუ­ლეს პე­რი­ოდს. ყვე­ლა­ნი ერ­თად გა­მო­ვალთ აქე­დან მეტი ცოდ­ნით, მეტი გა­მოც­დი­ლე­ბით და ახა­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბით” – წერს ნანა გე­გეჭ­კო­რი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved