ესპანეთში ქართველი მეზღვაური დაიღუპა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მეზღვაური ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.
„გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე. გარდაცვლილია ინტოქსიკაციით. აღნიშნული ფაქტის შესახებ, ესპანეთში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია. სადაზღვევო კომპანია ახორციელებს გადმოსვენების პროცედურებს“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
არსებული ინფორმაციით, ქართველ მეზღვაურთან ერთად ორი თურქი მეზღვაურიც გარდაიცვალა.
კომენტარები