ესპანეთის საფეხბურთო კლუბ „ვალენსიას“ 25 წევრს კორონავირუსი დაუდგინდა.
ოცდახუთი დაინფიცირებულიდან ათი ფეხბურთელია, თხუთმეტი კი ადმინისტრაციის თანამშრომელი.
ფეხბურთელებიდან დაინფიცირებულია ესეკილ გარაი, ელიაკიმ მანგალა და ხოსე გაიაა, დანარჩენი შვიდი მოთამაშის ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება.
„ვალენსია“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ატალანტასთან” დამარცხდა. მილანში, 19 თებერვალს, ამ გუნდებს შორის ჩატარებული მატჩი იტალიურ მედიაში ნამდვილ ბიოლოგიურ ბომბად შეირაცხა. შეხვედრას 45 ათასი გულშემატკივარი ესწრებოდა.
ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 832 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა კი 5 690-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა El País-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინიტროს ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 189 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 72 248 შემთხვევაა გამოვლენილი.
კომენტარები