• რეკლამა
  • კონტაქტი
12:17, სამშაბათი, 10 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ესე ადრე არასოდეს დამიწერია“ – რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

ალია ავტორი - ალია
21:05 11-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,406
მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:
„ესეც ადრე არასოდეს დამიწერია
ივანიშვილის მიერ პარტიების აკრძალვა სინამდვილეში იმ მარცხის აღიარებაა, რომ მან მრავალწლიანი მანიპულაციების შედეგად ვერ შეძლო ნაციონალური მოძრაობის მოსპობა. ფაქტი ისაა, რომ 2024 წლის არჩევნებზე ორ ნაწილად გაყოფით დასუსტებულმა ნაციონალებმა და გასულებმა IPSOS-ის ეგზიტპოლების თანახმად ერთობლივად 39% აიღეს საპარლამენტო არჩევნებში. რა თქმა უნდა, ეს ივანიშვილმა გადაწერა და ორივე ჯგუფს ერთად 20% დაუწერა, ე.ი. გააკეთა იგივე რაც შევარდნაძემ 2003-ში. 2021 წელს ჩემი პატიმრობის პირობებშიც კი ენმ-მ 40% აიღო წინა ადგილობრივ არჩევნებზე.
მანამდე ივანიშვილი იყენებდა სისხლის სამართლის დევნას, ძალადობას (როცა ჩვენი წევრები გამოყარეს საკრებულოდან და პირდაპირ მოსყიდვას ჩვენი ფრაქციიდან ხალხის გამოყოფის წასახალისებლად. ივანიშვილი 2014-დან ამ საქმეში იყენებდა, პარლამენტის ყოფილ წევრს ენმ-დან პალიკო კუბლაშვილს, რომელიც ყველანაირად ახალისებდა ყოფილ თანამებრძოლებს ცალკე გასულიყვნენ და თავის მხრივ ჰპირდებოდა დაფინანსებას.
გამოყოფილების (გამოყოფა მოხდა 2016 წლის არჩევნების შემდეგაც) უსვამდნენ პირობას – მათ იმას კი არ სთხოვდნენ, რომ ივანიშვილი შეექოთ, არამედ გამოსულიყვნენ ლოზუნგით “არც მიშა არც ბიძინას”. 2018 წელს ამ ლოზუნგით რომ არ გამოსულიყო დავით ბაქრაძე და ცალკე არ ეყარა კენჭი, მიუხედავად ყველანაირი გაყალბებისა, ენმ-ს კანდიდატი გ. ვაშაძე პირველ ტურშივე მოიგებდა საპრეზიდენტო არჩევნებს.
შარშანდელ არჩევნებზე არენაზე გამოიყვანეს ჩემი ყოფილი პრემიერი, რომელიც ჩემგან და ჩემი ხელისუფლების 90%-სგან განსხვავებით მულტიმილიონერია და მისი სიმდიდრის უმთავრესი წყარო არის მისი ძმის “საქართველოს ბანკი”. ამ ბანკის ინტერესები ბოლომდეა გადახლართული ივანიშვილთან და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რუსეთთან, რომლის ფულს ის რეცხავს – როგორც ახლა საბოლოოდ დადასტურდა, ინტენსიურად ლობირებს ივანიშვილს დასავლეთში.
გილაურმა “თავისი” ფული ჩადო საარჩევნო კამპანიაში იმ პირობით, რომ არ მოხდებოდა პარტიების გაერთიანება, მედიაში იმ პირობით, რომ მინიმუმამდე დასულიყო ჩემი ხსენება.
ჩემი ხსენება მართლაც გააქრეს, სამაგიეროდ გილაური გამოდიოდა ყველგან და მუდმივად, ჰყვებოდა, რომ ჩემს დროს ყველა რეფორმა მისი გატარებული იყო და ის არასდროს ყოფილა ენმ-ის წევრი, ოღონდ როცა ჩემს ხელისუფლებაში იყო ჯერ ენერგეტიკის, შემდეგ ფინანსთა მინისტრი და საბოლოოდ პრემიერ მინისტრი და მთავრობაში ფეხი ამოუკვეთა კახა ბენდუქიძეს, დარწმუნებული ვარ, რომ არც იცოდა, რომ არ იყო “ნაციონალური მოძრაობის” წევრი.
ჩაიარა არჩევნებმა, “მთავარი არხი” დაიხურა და გილაურიც აორთქლდა და გადაერთო ივანიშვილის ლობირებაზე დასავლეთში.
დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო “ადგილობრივ არჩევნებშიც” აამოქმედა ივანიშვილმა ფინანსური ბერკეტები და ახლაც კარგად აცხოვრებს იმ პერსონაჟებს, (აბა რით ირჩენენ თავს?) რომელთა მთავარი დავალებაა „არა მიშას ძახება“, თან ისე რომ ივანიშვილი პრაქტიკულად აღარც ახსენდებათ.
თან უნდა აღინიშნოს, რომ ვინც ამ წლებში ოლიგარქისგან პირდაპირ ან ირიბად იღებდა ფულს, ეს სულაც არ იცავს ასეთ ადამიანებს რეპრესიებისგან, ვინაიდან საბოლოო ჯამში ივანიშვილს ყველაზე მეტად არ უყვარს ის ხალხი ვისაც ფულს აძლევს.
ეს ყველაფერი იმისთვის მოვყევი, რომ კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ახლა მაინც გვმართებს ყველას საკუთარ შეცდომებზე სწავლა და გაერთიანება. არ უნდა დავემსგავსოთ რუსულ ოპოზიციას, რომელიც პუტინის ოპონირებიდან გადართულია ერთმანეთისთვის ტალახის სროლაზე.
მე ჩემის მხრივ არაერთხელ დამივიწყებია სხვადასხვა შეტევა ჩემზე. ახლაც შეგნებულად არ დავასახელე რომელიმე მოქმედი პოლიტიკოსი და მომავალშიც მზად ვარ გადავხაზო ყველა უთანხმოება და სხვებთან ერთად ვკონცენტრირდეთ მომავალზე.
ტყუილად კი არ დავაწერე საქართველოს გერბს საკუთარი ხელით – „ძალა ერთობაშია“
თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას

15:41 02-09-2026
თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია
ახალი ამბები

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია

14:34 02-09-2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ახალი ამბები

12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია

14:23 02-09-2026
26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved