• რეკლამა
  • კონტაქტი
02:23, კვირა, 25 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ეს რუსების პერსპექტივის დასასრულია” – რას წერს დემურ გიორხელიძე

ალია ავტორი - ალია
13:21 11-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
484

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე:

,,რუსეთის ელიტების ჩემეული დეტალური ანალიზი და ახსნა მოვლენებისა (წარსულისა თუ არცთუ მთლად
წარსულისა) და იმისა, თუ საიდან უჩნდებოდა ამ ქვეყანას
უდიდესი პრობლემები, – არაერთხელ გამიკეთებია!

და დღევანდელობა რუსეთისა არაფრით განსხვავდება
მისი წარსულისგან, იმ უბედურებებისაგნ, რაც საკუთარმა
ელიტებმა მოსწიეს ადრე და სწევენ ახლა!

მიმდინარე მოვლენები მოწმობს, რომ რუსეთს დღეს იმაზე მეტად გამანადგურებელი ელიტები ჰყავს, ვიდრე ადრე და წარმატებით მიჰყავთ რუსეთი კრახისაკენ!

უზარმაზარმა კორუფციამ, მექრთამეობამ, საკუთარი
ქვეყნის ძარცვამ, კლანურმა მმართველობამ რუსეთი
კვლავ მიიყვანა შეიძლება თავის ისტრიაში, უდიდეს
მარცხამდე: სახელმწიფო ვერ შედგა და პოლიტიკა
კი ოლიგარქიული მძარცველური კლანების მომსახურე
გახდა საკუთარი ნიჭიერი და ძალზე კარგი ბუნების ხალხის დაკნინება/დამცირების ხარჯზე!

300 ათასამდე მეცნიერმა დატოვა რუსეთი ბოლო 30 წლის განმავლობაში! ხელისუფლების ნებართვითა და ხელშეწყობით ოლიგარქების მიერ გატანილია 1 ტრლნ დოლარი, რომელიც რუსეთის ეკონომიკას, მის სახელმწიფოსა და სოციალურ სფეროს უნდა მოხმარებოდა!

როცა ელიტა ასე ექცევა საკუთარ სახელმწიფოს, –
ეს მეზობელ სახელმმწიფოს დამატებით ინფორმაციას აძლევს:
ეს მოცემულობა უნდა გაიაზრო და არ გახდე ამ
დიდი ქვეყნის მორიგი კრახის მსხვერპლი!

უფრო დაამცირო საკუთარი სახემწიფო, რასაც წლებია რუსეთს მისი ხელისულებები უკთებენ, – ძნელი წარმოსადგენია!

რუსეთში არაფერი შეიცვლება:
სახელმწიფო ვერ ახერხებს ხელისუფლების ცვლილებას კონსტიტუციური მექანიზმების გამოყენებით და კლანები საკუთარი მდგომარეობის შესანარჩუნებლად კიდევ უფრო დიდ მომსახურე ფუნქციას შეასრულებენ და საკუთარი კანდიდატის გასაყვანად უკვე “გადამუშავებული” კადრის სანაცვლოდ ახალ კადრს ათანხმებენ ქვეყნის გარეთ! 🙂
ეს უკვე რუსეთის ტრაგედიაა!

სამიოდე დღის წინ რუსეთის დუმამ მიიღო კანონი (უფრო
სწორად ძალაში დატოვა) საერთაშორისო სავალუო ფონდის მიერ ადრე რეკომენდირებული მითითებით:
ზემოგებები, მიღებული ენერგომატარებლების ექსპორტიდან არ უნდა მოხმარდეს რუსეთის ეკონომიკის განვითარებას, – ანუ არ უნდა ჩაიდოს რეალურ ეკონომიკაში! აბა, სად წაიღონო? სად და უნდა აფინანსონ აშშ და სხვა ქვეყნები მათი ფასიანი ქაღალდების შეძენის გზით, რასაც აკეთებენ კიდეც 30 წელია!

ეს უკვე ზემავნებლობა და უარესია – ეს რუსების
პერსპექტივის დასასრულია, თუ ასე გააგრძელებენ, თუმცა,
არ ჩანს, სისტემა რაიმეს ცვლილებას გეგმავდეს, სურდეს
ან შეეძლოს: კლანი კლანია, მძარცველია,
უპასუხისმგებლოა და დაუნდობელი: საკუთარ ქვეყანასაც
და კულტურასაც უზარმაზარი დარტყმის ქვეშ აყენებს.

ქართული სახელმწიფოს სტრატეგია ამ სიტუაციაში ისაა,
რომ მოცემულობას აღიქვამდეს ზუსტად და უშეცდომოდ
ახორციელებდეს საგარეო პოლიტიკას საკუთარი სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით და დისტანცირებული იყოს ამ პროცესებისგანაც და დამოკიდებულებებისაგან!

ქართული სახელწიფოს მომავალი არ არის დამოკიდებული არც რუსეთზე და არც ევროპაზე!
სხვაგან დევს გასაღები და ამაზე ჩემი მოსაზრებები
სხვადასხვა ფორმით არაერთხელ გამომითქვამს და ახლა, შეცვლილ გარემოებებში ამას დეტალურად ჩამოვაყალიბებ! ეს არ არის მხოლოდ აზრები – ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში ვმოქმედებ კიდეც!”

თეგები: დემურ გიორხელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved