„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში 9 აპრილის ფოტოსიმბოლოს აქვეყნებს და წერს:
„ის ფაქტი, რომ 9 აპრილის ლეგენდარულ ფოტო-სიმბოლოში ნანა მახარაძე არც მანქანაში ზის და არც პირველი რესპუბლიკის დროშითაა, არამედ ფეხით მოდის და შავი დროშა აქვს ხელში, შესანიშნავი ილუსტრაციაა იმისა, რომ ჩვენ უფრო იმას ვხედავთ, რაც გვინდა დავინახოთ, ვიდრე იმას, რაც რეალურად არის.
პოსტი თითქოს აპოლიტიკურია, მაგრამ პოლიტიკასაც ეხება, თან პირდაპირ და უშუალოდ.“
კომენტარები