• რეკლამა
  • კონტაქტი
05:22, სამშაბათი, 17 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს მისია კი მოლოტოვის სროლაში არ გამოიხატება. ერთადერთი რამ მოგვეთხოვება..”-დაჩი გრძელიშვილი

ალია ავტორი - ალია
11:26 03-31-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
189

ჟურნალისტი, დაჩი გრძელიშვილიუკრაინის ომის ფონზე, საქართველოს მდგომარეობაზე მსჯელობს:

“საბედნიეროდ, აქ რაკეტებს არ ისვრიან. მაგრამ ომი საქართველოშიც მიმდინარეობს. და მიზანი აქაც იგივეა: დენაციფიკაცია, რუსეთის კოლონიად ქცევა. ამას მოწმობს ხელისუფლების განცხადებები, რომლებითაც ნაბიჯ-ნაბიჯ გვაჩვევენ აზრს რომ თურმე მშვიდობა თავისუფლებაზე უკეთესია და როცა ნატო კარს არ გვიღებს, რუსეთთან ნეიტრალიტეტი სჯობია. ეს ვირეშმაკური გეგმა ხან შეგნებული რუსეთუმე პარტია-ტელევიზიებით, ხან ქვემოძრომი ვაიჟურნალისტებითა და ხანაც სასარგებლო იდიოტების წამყრანტალებული იდეებით მყარდება. არამხოლოდ მთავრობა – ზოგადად, ქართული პოლიტიკა რომ მოწოდების სიმაღლეზე იდგეს, სიტუაცია სულაც არაა დაკარგულ-წაგებული. არც რუსეთს აქვს საქართველოსთან ომის გაჩაღების თავი (მუქარა და პროვოკაციები კი ბატონო) ბრიტანული და პოლონური ვიზიტებიც ამას მოწმობს, ნატოს გენერალური მდივნის განცხადებაც და ცხინვალსა და სოხუმში არსებული უკმაყოფილებებიც, სადაც ოპონენტები ერთმანეთს რუსეთისა და თავისი ერის სიყვარულს აჯიბრებენ (სამუხაროდ, იქაც ორივე მხარის ბოლო მიზანი სკამის დაუფლებაა). სეპარატისტული ცხინვალის რეჟიმმა უკვე დაიწყო რუსეთთან მიერთებაზე საუბარი – არის თუ არა ეს გეგმის პირველი ეტაპის ამოქმედება, რომელსაც რუსეთის რეაქცია და პროვოკაციები და მუქარები უნდა მოჰყვეს, ნეიტრალიტეტის მოთხოვნით? არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ მთავრობა არ დგას მოწოდების სიმაღლეზე – მეტიც, ის სულ სხვაგან დგას. და ამ სიტუაციაში, თითოეულ ჩვენგანს საკუთარი ქვეყნის დაცვის მისია ეკისრება, რაკიღა ჩვენი თავის ანაბარად ვართ დარჩენილი – პოლიტიკური მტრის სიძულვილითა და სკამისა და ფულის სიყვარულით დაბრმავებული მთავრობის ხელში. ეს მისია კი მოლოტოვის სროლაში არ გამოიხატება. ერთადერთი რამ მოგვეთხოვება – მოსმენილის კარგად გააზრება და ისე გავრცელება, რომ ერთადერთ ფილტრში გავატაროთ:ხომ არ დააზიანებს ეს ჩემი სამშობლოს სუვერენტიტეტს?”, – წერს დაჩი გრძელიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved