• რეკლამა
  • კონტაქტი
18:58, ოთხშაბათი, 17 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ეს ხომ დიდი ტყუილი და სისულელეა!” – ირმა ინაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:44 08-22-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,496

პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი:

,,დრომ გვაჩვენა, რომ პატრიოტთა ალიანსის ყველა ინიციატივა, იდეა, წინადადება, ნაბიჯები იყო და არის სწორი! რასაც ჩვენ 10-15 წლის წინ ვამბობდით, რისთვისაც ვიბრძოდით, დღეს ზუსტად ამ იდეებს გვთავაზობენ, მაგრამ 12 წლის დაგვიანებით.

ჩვენ ყოველთვის გვესმოდა, რა არის საჭირო და სასიკეთო ჩვენი ქვეყნისთვის და ახლა არ აღმოგვიჩენია, რომ ღმერთი, სამშობლო, ენა ქართველი ხალხისთვის სამი დიდი სვეტია, ჩვენი ტრადიციების, ადათ- წესის, კულტურის, ზოგადად, ეროვნული თვითმყოფადობის დაცვა აუცილებელია!

ახლა არ აღმოგვიჩენია, რომ სამართლიანობა ჯერ კიდევ 12 წლის უნდა აღმდგარიყო! და გვესმის, რომ 12 წელი დაიკარგა. არჩევნების მერე არაკონსტიტუციურად გამოვაცხადებთ ნაცმოძრაობასო. აბა, გაიაზრეთ: თუ პარლამენტში შევა პარტია და გახდება საპარლამენტო, ხოლო დეპუტატები შეიძენენ იმუნიტეტს, მათი გაუქმება როგორ მოხდება?! ეს ხომ დიდი ტყუილი და სისულელეა!

ჩვენ ახლა არ აღმოგვიჩენია, რომ ახალგაზრდობა ხელში არ უნდა ჩაეგდოთ ბერძენიშვილებსა და ლადარიებს! და ეს დაუშვა “ქართულმა ოცნებამ” ამ 12 წლის მანძილზე. ახლა ეს ახალგაზრდობა სადაა?… ვის ხელშია?…

ჩვენ ახლა არ გაგვიხელია თვალი და არ დაგვინახავს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ღრმა გააზრება, სოხუმსა და ცხინვალში არსებული რეალობის დანახვა, ვარიანტებზე დაფიქრება, ადეკვატური მიდგომა სჭირდება და არა ლოზუნგების ბრახუნი.

ყველაფერ იმის გამო, რასაც ჩვენ სწორად ვხედავდით და ვხედავთ, 2012 წლის შემდეგ მრავალ ქარ-ცეცხლში გაგვატარეს და ახლა ირკვევა, რომ რეალურად პატრიოტთა ალიანსის ინიციატივებსა და იდეებს ვისმენთ. უბრალოდ, 12 წლის დაგვიანებით!”

თეგები: ირმა ინაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა

15:24 09-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved