• რეკლამა
  • კონტაქტი
02:47, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს კავკასიური ცარცის წრე არაა, ეს ორმოა“ – მერაბ მეტრეველი

ალია ავტორი - ალია
14:09 02-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
501

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:

„ამ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღება იქნება ერთ-ერთი ყველაზე მავნებლური გადაწყვეტილება, რომელიც “ოცნებას” ოდესმე მიუღია.
არადა, ასეთების ნაკლებობას არ განიცდის.
განა იმიტომ რომ ვინმეს რაიმე იარლიყის ეშინია, ან ვინმე ამის გამო გაჩერდება, ან იმიტომ რომ ჩვენი კანონი უფრო ცუდია, სხვა ქვეყნების კანონზე. არა. ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი უკან იმ ორმოში, რასაც საბჭოთა წარსული ქვია, რადგან აქ მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, ვის აქვს კიდევ ეს კანონი, რომ ამერიკასაც აქვს, ან ამერიკული კანონი უფრო მკაცრია, თუ ჩვენი. აქ მთავარი ამ კანონის მიღების კონტექსტი და მიზანია .
ამერიკამ ეს კანონი მიიღო 1939 წელს, როდესაც ნაციზმი საფრთხე იზრდებოდა. ჩვენ კი ვიღებთ დღეს, 2023 წელს და ვიღებთ არა ნაციზმის საფრთხის, ან ახალი რუსული რაშიზმის საფრთხის წინააღმდეგ, არამედ ვიღებთ რუსეთის კვალდაკვალ და რუსეთის მსგავსად ქვეყანაში დასავლური გავლენების შესამცირებლად. ამას კანონის ავტორები არც მალავენ. ჩვენ ამ კანონის მიღებით უკვე ოფიციალურ დონეზე მთავარ საფრღხედ დასავლეთს ვაცხადებთ. ესა აქ მთავარი პრობლემა.
ამ კანონის მიღების მიზანი ჩვენს მთავრობას აყენებს პუტინის რეჟიმის გვერდით, რადგან ამ კანონის მიღებით, “ოცნება” ოფიციალურად მტრად და საფრთხედ აცხადებს დასავლეთს, ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კანონის შინაარსის განხილვას.
ამ კანონით და მისი ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯებით “ოცნება” გვაბრუნებს უკან საბჭოთა ორმოში. ამ ორმოდან ამოსვლის ერთადერთი შანსი ჩვენთვის დასავლეთთან პარტნიორობა იყო. სწორედ მათ ხელს ვართ ეს 30 წელი ჩაჭიდებული და ასე ვცდილობთ ამობობღებას. დასავლეთი ზევით გვექაჩება, რუსეთი ქვევით.
ეს კავკასიური ცარცის წრე არაა, ეს ორმოა, საბჭოთა ორმო. შესაბამისად აქ ხელის გაშვება გადარჩენას არ ნიშნავს. აქ ხელის გაშვება ჭაობში ჩარჩენას ნიშნავს. ამიტომ იმ ხელს კი არ უნდა უკბინო, რომელიც ზევით გექაჩება, არამედ მაგრად უნდა ჩაეაჭიდო.
ეს კანონი კი საშველად გამოწვდილ ხელზე კბენაა სწორედ.“
თეგები: მერაბ მეტრეველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved