• რეკლამა
  • კონტაქტი
13:04, ოთხშაბათი, 4 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეს იქნება მისი სამოთხის საშვი, სხვანაირად არ გამოდის… – გიორგი კეკელიძის ემოციური პოსტი ანზორ ერქომაიშვილზე

ალია ავტორი - ალია
10:30 03-31-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ანზორ ერქომაიშვილი და მე უკანასკნელი ორი წელია, რაც დავმეგობრდით.

თუ შეგვიძლია სიტყვა ეპოქალური უბორძიკოდ და იოლად ვახსენოთ – ეს ამ ადამიანის მოღვაწეობაა. ქართული ხალხური სიმღერა თუ არსებობს – ამ კაცის მიერაა კარდაკარ ნაგროვები. ის ამ სიმღერით სუნთქავდა, ფიქრობდა, აზროვნებდა – 80 წლის ადამიანი, მოგონებები რომ ათასისა აქვს და შეუძლია ბუხართან იჯდეს წარსულისკენ მოღიმარი, ისევ მომავალს უმზერდა და დაუცხრომელ ძიებაში გახლდათ – დღეში ორჯერ მირეკვდა და ახალ მიგნებებს მიზიარებდა. საათობით ვიჯექით და პარიზიდან, ,,პატეს” არქივებში გაბნეული ქართული ჩანაწერების ჩამოტანაზე ვმსჯელობდით.

ორმა ადამიანმა დამაკავშირა ქართულ ფოლკლორს ამ ძალით – პირველად ზურაბ კიკნაძემ უნივერსიტეტში და მეორედ ბატონმა ანზორმა, სულ ახლახან. ეროვნული ბიბლიოთეკის ფოლკლორის დარბაზში აუცილებლად შეიქმნება მისი კუთხე, ჩემს ოთახში კი მთელი კარადა მელის არქივის – ახლა სწორედ მისი მონოგრაფიის წინასიტყვაობაზე ვმუშაობდი. ბევრი რამ არის სიმბოლური. ძალიან ბევრი. მათ შორის ისიც, რომ მის წასვლას ამ ქვეყნიდან, გურიაში შევხვდი. მაგრამ ეს ჩემთვისაა მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი. თვითონ უკვე ზეცაში მიიკვლევს გზას – იქ გზად ,,ჩაკრულო” შემოხვდება. შემოხვდება და წაიღიღინებს. ეს იქნება მისი სამოთხის საშვი. სხვანაირად არ გამოდის. სხვანაირად ვერც იქნება. მე ვეცდები მისი ყველა დანაბარები შევასრულო – არ ვიცი შევძლებ თუ არა, მაგრამ ის ზუსტად ვიცი – თვითონ დამეხმარება“, – წერს გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025

ბიზნესი

როგორ შეარჩიო ლომბარდი
ახალი ამბები

როგორ შეარჩიო ლომბარდი

11:46 06-04-2025
„ავერსის“ სააფთიაქო ქსელის ყველაზე მასშტაბური ფილიალი გაიხსნა
ახალი ამბები

„ავერსის“ სააფთიაქო ქსელის ყველაზე მასშტაბური ფილიალი გაიხსნა

10:00 06-04-2025
06/06-ში თიბისის ყველა განაწილება მომგებიანია
ახალი ამბები

06/06-ში თიბისის ყველა განაწილება მომგებიანია

17:44 06-03-2025
თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ლოგისტიკის სექტორის საერთაშორისო გამოფენა  და ფორუმი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ლოგისტიკის სექტორის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება

14:37 06-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved