• რეკლამა
  • კონტაქტი
05:48, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს იყო წამლების საყიდი თანხა… მესამე წელია შვილის საფლავზე ვერ მივდივარ” – აფხაზეთში დაღუპული გმირის ოჯახს ფულადი დახმარება შეუწყვიტეს

ალია ავტორი - ალია
13:37 01-03-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

აფხაზეთის ომის გმირის, გიორგი ციგროშვილის ოჯახს სახელმწიფომ ფულადი დახმარება შეუწყვიტა – გიორგის აღმზრდელი დედის თქმით, ფულადი დახმარების შეწყვეტა იმით აუხსნეს, რომ კანონი შეიცვალა და აღმოჩნდა, რომ თავად გამზრდელი დედა ვერ მიიღებდა თანხას. მას შვილად აყვანის დოკუმენტს სთხოვენ, რისი წარდგენის შესაძლებლობაც უკვე აღარ არსებობს.

გიორგი ომში ორჯერ წავიდა: თავდაპირველად 18 წლის ასაკში და მეორედ, როცა დაიჭრა და გამოჯანმრთელდა. როგორც მისი აღმზრდელი დედა ამბობს, ინფორმაცია ფულადი დახმარების შეწყვეტის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილსაც მიაწოდეს, როცა პრემიერმინისტრის პოსტს იკავებდა, თუმცა, ოჯახისთვის თანადგომა მან მხოლოდ მისალოცი ბარათით გამოხატა.

“მანამდე დედა ვიყავი და არა გამზრდელი, მაგრამ ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ აღარც დედა ვარ და აღარც გამზრდელი… ეს იყო ჩვენი შემოსავალი, ეს რომ მქონოდა, მე მექნებოდა საშუალება, მეყიდა წამლები… მესამე წელია, შვილის საფლავზე ვერ მივდივარ”, – ამბობს გიორგის გამზრდელი დედა.

აღსანიშნავია, რომ სასამართლომ არც ის გაითვალისწინა, რომ გიორგი ციგროშვილს შშმ პირი ძმა ჰყავს, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ოჯახის ადვოკატი, დავით ახალაური კი აცხადებს, რომ ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლის ოჯახი სახელმწიფომ, უბრალოდ, დაივიწყა.

ცნობისთვის, თელაველი გიორგი ციგროშვილი რუსეთ-საქართველოს ომის აფხაზეთის მონაკვეთის პერიოდში, 1993 წელს, საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა, როცა თვითმფრინავით თბილისში დაჭრილები გადაჰყავდათ.

წყარო: ნიუპოსტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved