• რეკლამა
  • კონტაქტი
06:30, პარასკევი, 14 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს იყო ტოტალური ძალადობის ფონზე ჩატარებული არჩევნები, გუშინ ბრძოლა არ დასრულებულა” – ნიკა მელიამ დღეს რუსთაველის გამზირზე აქცია დააანონსა

ალია ავტორი - ალია
14:06 10-31-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
15

როგორია ოპოზიციის სამოქმედო გეგმა – “ლელოს” ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საზოგადოებას დღეს 7 საათზე ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საკუთარ გეგმებს საღამოს, რუსთაველის გამზირზე გააჟღერებს.

“ეს იყო ტოტალური ძალადობის ფონზე ჩატარებული არჩევნები, სადაც ერთ-ერთი, რაც იკადრეს იყო ტოტალური გაყალბება. ბევრი სხვა რამ იკადრეს, ბევრი რომ არ გამიგრძელდეს, პირველ რიგში მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გითხრათ გუშინდელი აქტიურობისთვის, თავდადებისთვის და მხარდაჭერისთვის.

გუშინ ბრძოლა არ დასრულებულა, გუშინ ბრძოლა დაიწყო და ბუნებრივია არავინ ვაპირებთ, ჩვენი ღრმა რწმენით არც ერთი თავმოყვარე საქართველოს მოქალაქე, ყველაფერი იმის შემხედვარე, რასაც ადგილი ჰქონდა გუშინ, არ აპირებს ამ ყველაფერთან შეგუებას და აპირებს ბრძოლას ძალიან მტკიცეს, ურყევს, მშვიდობიანად მაგრამ ძალიან მტკიცედ.

იმისათვის, რომ კონკრეტული გეგმა გაგაცნოთ, თუ რა არის ეს გეგმა, დღეს საღამოს 7 საათზე გელოდებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა ამ კონკრეტული გეგმის თაობაზე ჩვენ ერთმანეთს ვესაუბროთ და არავის არ ჰქონდეს იმის ილუზია, რომ გაყალბებული, ძალადობრივი, სულში შეურაცხყოფა მიყენებული გზით მოპარული არჩევნები, რომელიმე ხელისუფალს, მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფალს შერჩება.

ამიტომ, გელოდებით ძვირფასო თბილისელებო დღეს 7 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე,” – აცხადებს ნიკა მელია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი
ახალი ამბები

ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი

14:22 11-13-2025
Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

11:38 11-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved