• რეკლამა
  • კონტაქტი
06:21, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ეს იყო კინო“ – როგორ იხსენებს 2-დღიან პატიმრობას მარიამ მელიქიშვილი?

ალია ავტორი - ალია
03:17 03-31-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

სამოქალაქო აქტივისტი მარიამ მელიქიშვილი, რომელიც მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 2 -დღიან პატიმრობაში გაუშვა, გათავისუფლების შემდეგ იხსენებს:

,,ეს იყო კინო.

პოლიციის მანქანაში ვიჯექი და ვფიქრობდი, გურჯაანისკენ მიმავალი ატმის აყვავებულ ხეებს დავინახავ-მეთქი. მხოლოდ 2 დღის შემდეგ, უკანა გზაზე შევამჩნიე ვარდისფერი ხეები.

სასამართლოს დარბაზიდან დროებითი მოთავსების საკანში ჩამიყვანეს მანდატურებმა. ყველა დეტალის შემჩნევა და დამახსოვრება მინდოდა, რკინის ნაცრისფერი გისოსების, კარებების და პირქუში კედლების. საკნების წინ მსხდომი თანამშრომლების გამომეტყველების. როცა თვალს ვუსწორებდი მინდოდა ამომეკითხა გაკვირვება მათ სახეზე – “ამ გოგოს აქ რა უნდა” ფიქრი მზერაში.

ნივთების აღწერას და ოქმის გაჭირვებით შედგენას რომ მორჩნენ, ორი პოლიციელი ჩამოვიდა ჩემს წასაყვანად, ლანა სულამანიძე კევს ღეჭავდა გამალებით, დიდად არ აინტერესებდა ვის მოაკითხა, ოქმზე ხელი მოაწერა და ჩემი გეგმა, რომ მათთან კარგი ნაცნობობა შემენარჩუნებინა რამდენიმე წუთში ნაწილებად ჩამოშალა.

პატარა, ოდნავ განათებული საკნისკენ მიმითითა დაგათვალიერებ და წავიდეთო. არხეინად შევყევი, მეგონა ზედაპირულ დათვალიერებას გულისხმობდა, თუმცა სრულად გაშიშვლება ახსენა. ჩავეძიე, კი ყველაფერი უნდა გაიხადო, საცვალიცო. ავიჭერი, თუმცა უცებ როგორც შევძელი თავი ხელში ავიყვანე და მტკიცედ ვუთხარი უარი. ეს პროცესი რამდენიმე წუთი გაიწელა. (სავარაუდოდ) ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე.

ვიდგეთ მაშინ აქ ვერ წაგიყვან ისეო, ვიდგეთ-მეთქი. არასდროს, ცხოვრებაში არასდროს მახსოვს ჩემი თავი ასეთი მტკიცე. ლანამ ისიც მითხრა აქ თუ არ გაიხდი გურჯაანში კაცები დაგხვდებიან და იმათთან მოგიწევს გაშიშვლებაო. საბოლოოდ ჩემი გავიტანე და მე და ლანამ ალეწილი სახეებით დავტოვეთ შენობა.

სასამართლოს ეზოში ოჯახი და მეგობრები მელოდებოდნენ გამამხნევა მათმა დანახვამ, თუმცა უკვე სრულიად მოშლილი ვიყავი, ენერგია გამომაცალა ჩხუბმა და გურჯაანამდე თავის ძლიერი ტკივილით ვიმგზავრე ჩემს ეკიპაჟზე გაბუტულმა.

იზოლატორში გვიან შემასახლეს, უკვე ბნელოდა. ეკა და ოლიკო ჩამოვიდნენ და გარეთ ველოდით ყველა სანამ შემიყვანდნენ. იქ კარგი ხალხი დამხვდა, თავაზიანად მიმიღეს, ყველა საჭირო პროცედურა წესების დაცვით გამატარეს და შემიძღვნენ საკანში.

პირველი რაც შევამჩნიე კარიანი ტუალეტი იყო და გამიხარდა, მაგრამ თვითონ საკნის რკინის კარი რომ მომიხურეს და ურდულიც გაჯახუნდა მანდ მივხვდი, რომ კიდევ რაღაც ახალი უნარი აღმომაჩენინა ჩემს თავში ქართული ოცნების ხელისუფლებამ.

ორ დღეში ორჯერ ვისარგებლე სეირნობის უფლებით, მაღალი კედლებით ამოყვანილ უჭერო სივრცეში. წიგნმა, თანამესაკნესთან საუბარმა და ექიმთან შევლამ გადამაგორებინა საუკუნედ გადაწელილი საათები. გურჯაანელი ბადრაგები პატივისცემით გვექცეოდნენ “სამართალდამრღვევ” გოგოებს და სადღაც გულის სიღრმეში იმედი მაქვს ოჯახის წევრებთან მაინც მიიტანდნენ ამ აბსურდულ ამბავს.

გამოსვლის წუთები რომ ახლოვდებოდა და ამას ვიაზრებდი ისეთ სიხარულს ვგრძნობდი დიდი ხანია რომ არ მიგრძვნია, მაგრამ ვგრძნობდი ბრაზსაც და თანაგრნობასაც. ახლა უკეთესად ვიცი რას გადიან რეჟიმის ტყვეები და ახლა უფრო მეტად ვარ გაბრაზებული იმ რეჟიმზე, რომელიც ღირებულებებს ფეხზე იკიდებს და კანონს სიმართლის გასაჩუმებელ ინსტრუმენტად იყენებს.

სახლში რომ მოვედი დედამ მითხრა შენს ლოგინში მეძინა ეს დღეები და შენს საღამურს ვეხუტებოდიო.

ორი დღეა ეს სიტყვები მიტრიალებს თავში.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved