• რეკლამა
  • კონტაქტი
07:15, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს გოგო ჩვენთან ღამის 21:30 საათზე მოვიდა… ნაწვალები ჰყავს, მხოლოდ ამის მერე დარეკა სასწრაფოში“ – ნარკოტიკებით გარდაცვლილი 22 ბიჭის დედის პირველი განცხადება

ალია ავტორი - ალია
11:40 03-10-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
741

22 წლის აჩიკო ბარდაველიძე რამდენიმე დღის წინ დაკრძალეს. მას გული გაუჩერდა – მიზეზი აკრძალული ნივთიერების ჭარბი დოზის მიღებაა. ტრაგედია, სოფელ ბარდუბანში ბარდაველიძეების სახლში 1-ელ მარტს დილით დატრიალდა. გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ ყველაფერი წინა საღამოს სახლში 20 წლის ანა გუდავას მოულოდნელი სტუმრებით დაიწყო. ანა გარდაცვლილს კარგად იცნობდა, ისინი ბათუმში ბარში ერთად მუშაობდნენ. სტუდენტი გოგონა აჩიკოს სიკვდილის ერთადერთი თვითმხილველია. ის პოლიციამ ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით უკვე დააკავა.

თბილისიდან ჩასული ანა გუდავა იმ ღამით ბარდაველიძეებთან დარჩა. დედა გვიყვება, რომ ბოლოს ცოცხალი შვილი დილით სამსახურში წასვლამდე ნახა. რამდენიმე საათში კი დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი სახლი პოლიციის ალყაში იყო. სახლში დაბრუნებულ პენსიონერს 22 წლის შვილის უკვე გარდაცვლილი დახვდა. იქ იყო ანა გუდავაც, რომელმაც დედის მტკიცებით, სასწრაფო დახმარება დაგვიანებით გამოიძახა, რადგან ბიჭის გადარჩენას თავად ცდილობდა.

„ჩემს შვილს, იმ რაღაცით, გული გაუკრისტალდა…

ეს გოგო ჩვენთან ღამის 21:30 საათზე მოვიდა, დილით უკვე გარდაცვლილი იყო ჩემი შვილი….

ნაწვალები ჰყავს, უნდოდა, მოებრუნებინა, მოესულიერებინა, როცა ვერაფერს გახდა, შემდეგ აქვს სასწრაფოში დარეკილი. სასწრაფო ქუთაისიდან საათ-ნახევარში მოვიდა, ამასობაში ჩემი შვილი გარდაცვლილია”, – ჰყვება 22 წლის ბიჭის დედა.

გარდაცვლილის დედა არ უარყოფს, რომ მისი შვილი ნარკოტიკზე დამოკიდებული ნამდვილად იყო და ამ პრობლემას ოჯახი წლების განმავლობაში ებრძოდა, თუმცა დარწმუნებულია, რომ საბედისწერო დღეს მკვლელი ნარკოტიკი თბილისიდან თერჯოლაში გარდაცვლილს ანა გუდავამ ჩაუტანა, ამიტომ დედა 20 წლის ქალის სასტიკად დასჯას ითხოვს.

„ჩემი შვილი, არჩილ ბარდაველიძე, ანა გუდავას მსხვერპლია. გარეთ ვერასდროს უნდა გამოვიდეს, რადგან აჩიკოს მსგავსად ბევრს დაღუპავს”- უთხრა “შაბათის ეთერს” გარადაცვლილის დედამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved