• რეკლამა
  • კონტაქტი
09:42, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს ემიგრანტი ქართველები განსაკუთრებული ბნელები არიან, წუხელ დავყევი და ყველა წავშალე …”

ალია ავტორი - ალია
15:07 03-12-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

საქართველოს ეროვნილი ბილიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ქართველი ემიგრანტების მიმათ მათივე თანამემემულეების დამოკიდებულებაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ამ ერთმანეთის გამხნევების ჟამს, თუნდაც ასე, სიმბოლურად, ნუ დაგვავიწყდება ათასობით ჩვენი თანამოქალაქე, იტალიაში რომ ცხოვრობს და წლებია გვარჩენს. დიახ, გვარჩენს. დიდი წვალებით, მოთმინებით და გაუსაძლისი მონატრებით.

ასე მოხდა, რომ აქამდე ექვს იტალიურ ქალაქში მოვაწყვეთ პატარა სამკითხველო. და ცოტა რამ უფრო ახლოს, უფრო შიგნიდან დავინახე. ერთხელ დავწერე და გავიმეორებ: რაღაც გაუგებარი და უცნაური სიყვარულით გვიყვარს ჩვენ ეს ხალხი. უცნაურად გვიყვარს და უცნაურადვე გვახსოვს: პირველი – “ევროპაშია, მაგრად არის” მეორე – ცოტა ზიზღნარევია ან ყალბშეცოდებანრევი, ცოტა მორალის მარილითაც – “იქ მომვლელებად და მრეცხავებად მუშაობენ, აბა, აქ შესთავაზოს ვინმე მაგდაგვარი სამუშაო. ისედაც, უმეტესობა იპარავს, კაცო!” და მესამე ყალბთანგრძნობანარევი, ცოტა გამორჩენის სურვილით ნაკარნახევი – “ეს მელოდია ჯულიარდ ჯიქანაძისგან ეძღვნება ქართველ ემიგრანტებს”.

საზღვარსგამცდარი ქართველი ბევრია, Youtube – ზე ნახვებიც – შესაბამისი. ეს არის და ეს. გვარიანი სიუცხოვე ან უგვანო სიმღერები.

ერთმა კარგმა ნაცნობმა, ალაგ–ალაგ არცთუ ცუდმა კაცმა, განათლებულმა და დავარცხნილმა, მითხრა: “უფ, ეს ემიგრანტი ქართველები განსაკუთრებული ბნელები არიან, წუხელ დავყევი და ყველა წავშალე Facebook-დან”. ჯერ ერთი, რომ ასე გაზოგადება ყველა ემიგრანტზე ცოტა კომიკურია და მეორე – ცხადია, ნება მისია, საიდანაც უნდა, იქიდან წაშლის და აღადგენს, გინდ ქსელიდან და გინდ გონებიდანაც, მაგრამ ეგებ ერთხელ მაინც გვეკითხა ვინმესთვის, ვინც ბნელად მივიჩნიეთ, მხოლოდ მავნებლები ხომ არ ელაპარაკებიან, მხოლოდ მათსას ხომ კითხულობენ და ისმენენ? ჩვენ, ინტელექტუალური იერით ერთამენთს ვუჩურჩულებთ, ეს ჩურჩული უვიწროეს წრეში იტრიალებს, ორას მოწონებას მოაგროვებს და მერე, თქვენი მოწონებული, ისე დავიძინებთ. ის სამყარო, დანარჩენი, ჩვენ მიღმა არსებობს და არ ვიმჩნევთ. და იოლად ვჩემპიონდებით ტრადიციულ, ეროვნულ სპორტში, ილია რომ ებრძოდა და “სპორტსმენებმა” მორიგი “გარბენისას” გადაქელეს. ერთმეთთან სათქმელის არმიტანაა ეს სპორტი. ხელოვნური კასტურობა და ვერგატანა.

დიახ, ქართველი ემიგრანტები კრიმინალებიც არიან. და ასე ხუთი–ექვსი კულტურის ვარსკვლავი. ვიცით ეს. მაგრამ მგონი მარტო ეს ვიცით. არადა, ქართველი ემიგრანტები არიან სტუდენტები, დღეგამოშვებით რომ პატიოსნად მუშაობენ. არიან ძალიან, ძალიან ნიჭიერი ადამიანები, რომელთაც უკვე ბევრს მიაღწიეს, მაგრამ ამ ფარდიდან ძნელად მოჩანს, არიან მომვლელები და მრეცხავები, შაბათობით პატარებს ქართულს და მათემატიკას რომ ასწავლიან საკვირაო სკოლაში. დიდები და პატარები. ეს ხალხი ღონისძიებაზე კატორღული სამსახურიდან ერთი საათით შემოირბენს და ამაოდ მალავს დიდ დაღლას და სევდას. არ იმჩნევს და არ გამჩნევინებს. “გავიქეცი ახლა ჩემს ბებოსთან მოსავლელად” – ნაძალადევი მხიარულებით მითხრა ერთხელ ერთმა ქალმა ქალაქ ბარიში და მძიმე ნაბიჯებით წავიდა. ამ ადამიანებმა, განსაკუთრებით ქალებმა გადაარჩინეს საქართველო ფიზიკურად და ახლაც როდი აქვთ მცირე წვლილი. დანარჩენი ჩატეხილი ხიდის ამბავია.26 მაისს, რომის მთავარ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხის გახსნა იგეგმებოდა. არ ვიცი, მოხერხდება თუ არ. იმედი მაქვს რომ კი. ჩემი სოლიდარობა იტალიელ ხალხს და რა გასაკვირია, რომ განსაკუთრებით, იქ მცხოვრებ, ჩვენგან მივიწყებულ ქართველებს. კორონა წავა მალე!” – წერს გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved