საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “რადიო თავისუფლების” მიერ უკრაინაში გადაღებულ კადრებს ავრცელებს და წერს, რომ ანალოგიური ვითარება საქართველოშიც არის მოსალოდნელი. ის ქვეყანას მძიმე ეპიდვითარების გამო, ჟანგბადის მომარაგებისკენ მოუწოდებს.
“დიახ, ნახეთ ….. ეს უკრაინაა …. საქართველოში ეს სიტუაცია იქნება 2 კვირაში!
ეს არის ფაქტი და მწარე სიმართლე!
ჟ ა ნ გ ბ ა დ ი მოვიმარაგოთ!
ხვალიდან საჭიროა 100% მობილიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით!
მოუმზადებლობა = დანაშაული!
კიდევ რა ენაზე უნდა გითხრათ?”, – წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.
კომენტარები