• რეკლამა
  • კონტაქტი
05:01, ორშაბათი, 26 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს არის პანდემიის დასასრული“ – რა სიახლეზე საუბრობს თენგიზ ცერვაძე

ალია ავტორი - ალია
12:12 05-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ვაქცინას პლიუს მედიკამენტი, ეს არის პანდემიის 100 პროცენტიანი დასასრული, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიას მხოლოდ ვაქცინა ვერ დაამარცხებს და საჭიროა ანტივირუსული პრეპარატის შექმნა. ცერცვაძე რამდენიმე პერსპექტიული პრეპარატის შესახებ საუბრობს.  

“Pfizer-ის აღმსრულებელმა დირექტორმა პირდაპირ განაცხადა, რომ წლის ბოლოს ჩვენ გვექნება ორი ფორმა მედიკამენტის, ინტრავენური, ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის და აბები, სახლში დარჩენილი პაციენტებისთვისო. ეს ძალიან თამამი განცხადება იყო, რადგან სამეცნიერო პუბლიკაციებსა და კვლევებს რომ ჩავეძიეთ, ჯერჯერობით ეს მედიკამენტი მხოლოდ პირველ ფაზას გადის. თუ წლის ბოლომდე მართლა მოახერხებს სამივე ფაზის გატარებას, ყოჩაღ მათ, თუმცა მე ცოტა ეჭვი მეპარება. 

არსებობს მედიკამენტები, რომლებიც უფრო წინ არიან კვლევაში, ვიდრე ეს Pfizer-ის მიერ გამოცხადებული მედიკამენტი. მათგან ყველაზე იმედის მომცემია ატლანტაში შექმილი მედიკამენტი, რომელიც უკვე მესამე ფაზას გადის. ის არის აბების სახით და ატყუებს ვირუსს. თვითონ ჩაჯდება ვირუსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის მაგივრად, თუმცა თვითონ ის სიცოცხლის უუნაროა. შესაბამისად, ვირუსი კვდება. თუ აღნიშნულმა პრეპარატმა გაამართლა, მაშინ ჩვენ მივიღებთ არა მარტო ეფექტიან ვაქცინას, არამედ მედიკამენტსაც და ეს ორი კომბინაცია აუცილებელია პანდემიის მოსასპობად. მარტო ვაქცინა პანდემიას ვერ მოსპობს. ყველა არ აიცრება, ასეთი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება. ვაქცინა, ვერ უზრუნველყოფს საიმედო იმუნიტეტს. ახალი შტამები ჩნდება და ყველას მიმართ ვაქცინა შესაძლოა არ იყოს ეფექტური, მართალია მოხდება მისი რეფორმულირება, მაგრამ ეს მუდმივი პროცესია და იმის მიხედვით უნდა მოხდეს ვაქცინის ცვლილება, როგორიც შტამები გაჩნდება. მედიკამენტი კი ყველა შტამზე მოქმედებს, ის ქიმიური აგენტია. რასაც ვერ მისწვდება ვაქცინა, იმას გაანადგურებს მედიკამენტი, ორივე საჭიროა. ვაქცინას პლუს მედიკამენტი, ეს არის პანდემიის 100 პროცენტიანი დასასრული” – ამბობს ცერცვაძე. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved