• რეკლამა
  • კონტაქტი
20:38, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არის ნაციონალური მოძრაობის სამი სცენარი..”-იურისტი ზაზა მარიდაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:19 01-29-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
180

“სააკაშვილის უადგილო, დროში და სივრცეში აცდენილმა განცხადებებმა ეს პარტია ფაქტობრივად დაუძლეველი კრიზისის ზღვარზე მიიყვანა”, – ამის შესახებ აერს-ის იურისტი ზაზა მარიდაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც იურისტი აღნიშნავს, ზეპოლარიზაცია სწორედ რომ ზუსტი შეფასებაა რადგანაც რევოლუცია, ვადამდელი არჩევნების მიღწევა ან საბოტაჟი პარლამენტში – ეს არის ნაციონალური მოძრაობის სამი სცენარი, რომელმაც დაქსაქსა და კიდევ უფრო დაასუსტა პარტია.

„ზეპოლარიზაცია სწორედ რომ ზუსტი შეფასებაა რადგანაც რევოლუცია, ვადამდელი არჩევნების მიღწევა ან საბოტაჟი პარლამენტში – ეს არის ნაციონალური მოძრაობის სამი სცენარი, ამ განსხვავებებმა დაქსაქსა და კიდევ უფრო დაასუსტა ეს პარტია, ისე რომ რეგრესმა აშკარად შეუქცევადი ხასიათი მიიღო.

ლოგიკას და რეალობას მთლიანად აცდენილი პატიმარი სააკაშვილი ისევ რევოლუციური განწყობებით გამოირჩევა, ნაციონალების ერთი ჯგუფისთვის რევოლუცია მიუღებელია და ხსნას ვადამდელ არჩევნებში ხედავენ; არის მესამე ჯგუფიც, რომელიც ცდილობს პარლამენტში შევიდეს და ახლა იქიდან მოაწყოს დესტრუქცია, ჩაშალოს საპარლამენტო პროცესები; სამივე სცენარი ნათლად მიუთითებს, რომ ეს ჯგუფი სრულიად ვერ აცნობიერებს რეალობას და ამ რეალობაში საკუთარ ძალზე არასახარბიელო მდგომარეობას.

სააკაშვილის უადგილო, დროში და სივრცეში აცდენილმა განცხადებებმა ეს პარტია ფაქტობრივად დაუძლეველი კრიზისის ზღვარზე მიიყვანა. ნაციონალებმა საზოგადოების მხარდაჭერა დაკარგეს (არ ვგულისხმობ კერპთაყვანისმცემლებს, რომლებიც სააკაშვილის გამო საკუთარ ოჯახსაც კი გაწირავენ, არათუ ქვეყანას); 2020 წლის არჩევნების შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოების თვალის ასახვევად პარლამენტში შესულმა ნაციონალებმა მხოლოდ ერთი კანონპროექტი დააინიცირეს, ისიც „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და ესეც საკუთარ თავზე ზრუნვით.

არავითარი სოციალური, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული თუ სხვა სახის ინიციატივები მათი მხრიდან არ ყოფილა; ახლაც, პარლამენტში შესვლა განიხილება მხოლოდ საკუთარი პარტიისა და მათი ბელადის ინტერესებიდან გამომდინარე; ამას მშვენივრად ხედავს საზოგადოება!

აქედან გამომდინარე, ალოგიკურია, რომ იგივე საზოგადოებამ ნაციონალებს მხარი დაუჭირონ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის შემთხვევაში; რა აზრი აქვს? უკვე ყველასთვის გასაგებია, რომ ამ ჯგუფს ხელისუფლებაში მოსვლის გარეშე საერთოდ არ აინტერესებს ქვეყნის ბედი; შესაბამისად, აშკარად იკვეთება, რომ ხელისუფლებაში მოსვლა თვითმიზანია, რომლისთვისაც „ნაციონალები“ ხშირად იყენებენ ყალბ მესიჯებს.

ამასაც მშვენივრად ხედავს საზოგადოება! და ბოლოს, სააკაშვილისთვის სანატრი რევოლუცია, ამ თემაზე სერიოზული მსჯელობა შეუძლებელია; მელას რაც ელანდებოდა ის ესიზმრებოდაო, ჰოდა, ნახავს რაღაც სიზმარს ეს სააკაშვილი და შემდეგ, დარწმუნებული, რომ სწორედ ისაა თანამედროვე აღმაშენებელიც და მესიაც, ახმოვანებს სიზმრებს და უკვე ძალიან ბევრ ადამიანს აბეზრებს თავს, თავისთავად, საზოგადოება უკვე კარგად ხედავს ამასაც! სწორედ ამ მიზეზების გამო ვამბობ, რომ ნაციონალური მოძრაობის რეგრესი აშკარად შეუქცევადი ხასიათისაა და მათი პოლიტიკური მრუდი კატასტროფულად დაღმავალია“ – წერს ზაზა მარიდაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved