,,ფარის” დამფუძნებელი, გიორგი თავდგირიძე:
,,ოცნება ძვირადღირებულ საინფორმაციო კამპანიას ატარებს ირანის მხარდასაჭერად, რომელშიც ანტისემიტიზმიც საკმაოდ მძაფრადაა წარმოდგენილი. გასაგებია, ფსონი კეთდება რეგიონში დასავლეთის ინტერესების შესუსტებაზე, ძალაუფლების შესანარჩუნებლად საგარეო ფაქტორების გამოყენებაზე, ირანისა და რუსეთის მხარდაჭერით რეპრესიული მანქანის გაძლიერებაზე და ამასთანავე დახმარების გარეშე დარჩენილი ხალხის ნების გატეხვაზე. ლოგიკურობის მიუხედავად ასეთი ხისტი პოზიცია გაცილებით დიდ რისკს შეიცავს და მომავალში ოცნებისთვის მომაკვდინებელ ფაქტორად იქცევა. მარტივად, ისრაელისა და ამერიკის პოლიტიკა ირანის მიმართ აღარ შეიცვლება, ირანის გამარჯვებაზე საუბარიც ზედმეტია და რაც უფრო დროში გაიწელება რეგიონის მოწესრიგების საკითხი, მით უფრო გაიზრდება მოთხოვნა დემოკრატიულ, სტაბილურ, პროდასავლურად განწყობილ საქართველოზე. რაც არის ჩვენთვის რისკიც და შანსიც.“














კომენტარები