• რეკლამა
  • კონტაქტი
06:30, შაბათი, 14 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არჩევნები გამოდგა ისეთი, რომ მოლაპარაკება ამ ეტაპზე შეუძლებელია” – რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე

ალია ავტორი - ალია
14:13 11-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პროტესტის ტალღა არ წყდება. თითქმის ყოველდღიურად ეწყობა აქცია-პერფორმანსები.

კვირას დაანონსებულია მასშტაბური აქციები, რომელიც თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მოეწყობა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს:

„რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ეს აქციები რომ არ ჩატარებულიყო, მაგრამ, ვინაიდან იმ პოლიტიკურ პროცესებს პრიორიტეტი აქვს მსოფლიოში და განსაკუთრებით, ჩვენს ქვეყანაში, ეს არჩევნები გამოდგა ისეთი, რომ ძალიან მაღალია პოლიტიკური აქტივობა და ამ პოლიტიკურ პროცესებს ალბათ, ვერც შევზღუდავთ.

რაც შეიძლება ვურჩიოთ და გულის ტკივილით გამოვთქვათ: ტარდება – ტარდება, მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ აქცია-შეკრებები არ ჩატარდეს, ყველაფერი გადაწყდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, ან სამართლებრივი გზით, მაგრამ რეალურად, ამ ეტაპზე ეს შესაძლებელი არ არის.

ერთი თხოვნა მაქვს – აქცია ხომ შეიძლება ჩატარდეს უსაფრთხოების რეგულაციის წესების დაცვით? ყველამ რომ პირბადე გაიკეთოს, ეს რას აკლებს ან პოზიციას, ან ოპოზიციას? ამით პროტესტს ნაკლები ძალა ხომ არ ექნება? 

ნიღბის გაკეთება აქციას ხომ არ აუფასურებს და არც პროტესტის ძალას? უცხოელების თვალში ნიღბის არ ტარება პროტესტის ძალაზე კი არა, უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს. ევროპის ქვეყნებში ქუჩაში ​უპირბადოდ სიარული 200-300 ევროთი ისჯება. 

მთავრობა ოპოზიციის აქციაში ვერ ჩაერევა, თავად ორგანიზატორებმა უნდა უზრუნველყონ როგორც პირბადის ტარება, ასევე სოციალური დისტანციის დაცვა. მოაწყონ აქცია უფრო დიდ სივრცეებში. მაგალითად, რიყეზე, იპოდრომზე. კი ბატონო, მოაწყონ ცენტრალურ ადგილებში, რუსთაველზე, მაგრამ იქაც შეიძლება დისტანციის დაცვა…

თუ ეს ყველაფერი არ გაითვალისწინეს, გამართლდება ის პროგნოზი, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი აცხადებდა. ნოემბრის შუიდან ბოლომდე ინფიცირებულთა რიცხვი დღეში 3-4 000-ს მიაღწევს და ამით კლინიკური სექტორი მეტად დაიტვირთება.

ამერიკამ, ინგლისმა, გერმანიამ, საფრანგეთმა ვერ გაუძლო გადატვირთვებს. საქართველო უძლებს და კიდევ გაუძლებს, მაგრამ უსასრულო არაფერია. შემდეგ სამედიცინო სერვისების მიწოდება შეიზღუდება, სიკვდილობა  გაიზრდება“

შეგახსენებთ, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მთავრობა მსჯელობს საღამოს და ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვაზე.

კახა კალაძემ კი თქვა, რომ შესაძლოა, მეორე ტურამდე კომენდანტის საათი გამოცხადდეს. აქვე შეგახსენებთ “ალიას” მკითხველს იმასაც, რომ კომენდანტის საათს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ვერ დააწესებენ და საგანგებო მდგომარეობის დროს, ვერ ჩატარდება მეორე ტური, სწორედ ამიტომაც შეიტანეს ცვლილება ჯანმრთელობის შესახებ კანონში, რომლის მიხედვითაც, შეუძლიათ სხვა სახელით დააწესონ კომენდანტის საათია, ისე, როგორც ვიცე-პრემიერმა ბრძანა – გადაადგილების შეზღუდვა საღამოს და ღამის საათებში.

თეგები: 2020 არჩევნებითენგიზ ცერცვაძეკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved