• რეკლამა
  • კონტაქტი
11:27, პარასკევი, 16 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეს არ იყო ავარიული დაშვება, 35 წელია მფრინავი ვარ, ასეთი შემთხვევა არ მქონია – პილოტი

ალია ავტორი - ალია
12:19 09-06-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

35 წელია, რაც მფრინავი ვარ, მაგრამ ამ ტიპის შემთხვევა არ მქონია, ეს არ ყოფილა ავარიული დაშვება, ეს იყო არასტანდარტული დაშვება. ავარიული დაშვება სულ სხვა რამ არის – ამის შესახებ თბილისი-ვენის ავიარეისის უფროსმა პილოტმა, თემურ თოლომაშვილმა განაცხადა, რომელმაც „ჯორჯიან ეარვეისის“ კუთვნილი ბოინგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოდ დასვა.

როგორც პილოტმა აღნიშნა, კრიტიკულ ვითარებაში სტრესი არ ჰქონია. მისი თქმით, ეკიპაჟმა პროტოკოლის შესაბამისად იმოქმედა. 

„აფრენის შემდეგ უნდა აიკეცოს თვლები. მე თავად თვლებს ვერ ვხედავ, არის სიგნალიზაცია, რომელიც მანიშნებს, აიკეცება თუ არა. როცა ავკეცე, იქ მაჩვენა, რომ მარჯვენა თვალი არ აიკეცა. ჩვენ გვაქვს სახელმძღვანელო, სადაც წერია ამა თუ იმ სიტუაციაში როგორ უნდა მოვიქცეთ და დავიწყეთ ამის შესრულება. ამას ვაკეთებდით სადღაც 10-15 წუთის განმავლობაში. ამ მომენტისთვის გადავეცით მეთვალყურეებს, რომ არ შეგვიძლია სიმაღლის აღება და ვერც განვაგრძობდით ფრენებს, ვერც დაშვებას განვახორციელებდით. გვინდოდა, თბილისის თავზე რამდენიმე წრე გაგვეკეთებინა, რათა გაგვეგო, რა იყო და როგორ იყო. მოგვცეს ამის უფლება. ეს შევასრულეთ და მერე მივხვდით, რომ ერთი თვალი არ არის აკეცილი. ასეთი დეფექტით თვითმფრინავს არ შეუძლია განაგრძოს ფრენა დანიშნულების აეროპორტამდე, თვითმფრინავი ამ დროს სისწრაფეს ვერ განავითარებს, საწვავი იმდენი არ მაქვს, რომ მეყოს დანიშნულების ადგილამდე. ამიტომ პროტოკოლით არის მიღებული, უნდა დავბრუნდეთ ან სათადარიგო აეროპორტში, ან იქ, საიდანაც ავფრინდით. 

გუშინ ყველა ვიქცეოდით კოორდინირებულად. არ შემიმჩნევია, რომ ვიღაც დაიბნა, ან რამე. ამ დროს მგზავრებმა უნდა იცოდნენ, რა ხდება. ჩვენ ეს გავაკეთეთ, გამოვუცხადეთ. ზოგს შეეშინდა, ზოგმა ნორმალურად მიიღო. ჩემ გვერდით იყო პირველი ოფიცერი გიორგი გიუნაშვილი, რომელმაც ძალიან კარგად გაართვა თავი ამ სიტუაციას, ძალიან მეხმარებოდა.

გუშინ გაფრინდა რეისი ჩემ გარეშე, ეს პროტოკოლის ნაწილია. ამ რეისის განხორციელება მე აღარ შემეძლო, არის სტრესი, სხვადასხვა სიტუაციები, ეს პროტოკოლით არის გათვალისწინებული. სტრესი იმ მომენტში არ მქონია, უფრო მეტი სტრესი იყო, რომ დავჯექით, იმის შემდეგ.

უკვე 35 წელია, რაც მფრინავი ვარ, ამ ტიპის შემთხვევა არ მქონია. უფრო ნავიგაციური სისტემების შეზღუდვა მქონია. ეს არის არასტანდარტული სიტუაცია და არა ავარიული დაშვება. ეს იყო პირველი და იმედია, უკანასკნელი შემთხვევა“,- განაცხადა თემურ თოლომაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

“კომუნისტური ჩინეთი ისეთივე ბოროტებაა, როგორც წითელი, თეთრი ან მწვანე რუსეთი” – თავდგირიძე
ახალი ამბები

“კომუნისტური ჩინეთი ისეთივე ბოროტებაა, როგორც წითელი, თეთრი ან მწვანე რუსეთი” – თავდგირიძე

04:12 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved