კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში აქტიურად ჩართული ექიმი, სოფიო ბერიძე კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილ ერთ–ერთი პაციენტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„ეს ჩვენი ერთი ძალიან კარგი რეზიდენტის ბებიაა. ის კოვიდ 19-ით გარდაიცვალა.
დიახ, ის იყო 74 წლის და ჰქონდა თანმხლები შაქრიანი დიაბეტი, თუმცა ეს 74 წლის თანმხლები დაავადების მქონე ადამიანი უვლიდა იმდენ პატარას, რამდენსაც ამ ფოტოზე ხედავთ.
უვლიდა სახლს, ბოსტანს, ამზადებდა სადილს, უგემრიელეს ტყემლის საწებელს.
შვილიშვილის ყველა სამედიცინო ფორმის გრძელი ბოლო მისი შემოკეთებულია.
უყვარდა შვილიშვილები, ზრუნავდა შვილთაშვილებზე და უნდოდა სიცოცხლე!
დიახ, ამ 74 წლის თანმხლები დაავადების მქონე ადამიანის სიცოცხლე ასე სავსე იყო სიცოცხლით…
და დიახ, ნუ ამოისუნთქებთ შვებით, როცა გარდაცვლილის ასაკს და თანმხლებ დაავადებებს გაიგებთ!
გაუფრთხილდით თავს!“
კომენტარები