• რეკლამა
  • კონტაქტი
21:38, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთმა უანგარო ადამიანმა მოახერხა ის, რაც არ მოახერხეს მთავრობამ, ჯანდაცვამ!” – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
00:00 12-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ერთმა გულწრფელმა, უანგარო ადამიანმა მოახერხა ის, რაც ვერ, ან არ მოახერხეს მთავრობამ, ჯანდაცვამ, ათასი ჯურის ანტი და პრო-საბჭოებმა – პირბადე 18 თეთრი.

გიორგი ფხაკაძე”

“ალია” შეგახსენებთ, გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძის ვიდეომიმართვას სოციალურ ქსელში, რომლის შემდეგ მალევე, ზოგ აფთიაქში პირბადე 20 თეთრი გახდა, ზოგში 18 და ერთგან უკვე 15 თეთრიც ღირს!

გიორგი ფხაკაძე, 15 დეკემბერი:

ევროკავშირში არის სკანდარტი, რომელიც გეუბნება, სამედიცინო პირბადეა მხოლოდ და მხოლოდ ის, რომელიც აკმაყოფილებს EN14683 – ეს არის სამედიცინო პირბადე,

თუ ვინმე მისმენთ, ჟურნალისტები, ბლოგერები, მოქალაქეები, მიწერეთ თქვენ დეპუტატებს, ვინც აირჩიეთ, პოლიტიკოსებს მიწერეთ, პირბადე მინდა 15 თეთრადთქო, ეს ძალიან მარტივია  – ტილოს პირბადე კი არა, მაღალი ხარისხის სამედიცინო პირბადე. სხვა ყველა პირბადე უნდა იყოს აკრძალული. ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი, ფულის კეთება სიცოცხლით როგორ შეიძლება? ფარმაკომპანიებო, აფთიაქებო, გეყოთ ფულის კეთება, ფული გააკეთეთ შამპუნის ფასით, პირბადე უნდა იყოს 15 თეთრად. 1 პირბადის თვითღირებულება არის 13 თეთრი, სუფსიდირებაც რომ გააკეთოთ და ამ საახალწლოდ ის სამი თეთრიც დააკლოთ და 10 თეთრი ღირდეს, არც ეს იქნებოდა ცუდი. ეს არის ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა. არანაირი პოლიტიკური და ბიზნესინტერესი არა მაქვს, არავის წინააღმდეგი არა ვარ, მეც შემიძლია, დავუშვა შეცდომა, ყველამ შეიძლება დაუშვას შეცდომა – გასაგებია, მერე აღიარე, ბოდიში, შემეშალა, მაგრამ, როცა ჯიუტად უარჰყოფ ამ შეცდომას, მერე უკვე მებადება კითხვა – ალბათ, დაინტერესებული ხარ! მაჩვენე, რომ, არა ხარ დიანტერესებული, გააუქმეთ ის ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში შეიძლება შემოტანა და გაყიდვა სამედიცინო და არასამედიცინო პირბადისაც.

აი, მე ვარ მოქალაქე, ვარ, დავუშვათ, ბებო მარო ხულოდან, რა ვიცი მე ის პირბადე სამედიცინოა, რა ნომერია, რა ვიცი? არ ვიცი. უნდა იყოს ერთი სტანდარტი.

ეს მრავალჯერადი და ფილტრიანი პირბადეები ნაგავია, ტყუილად იხდით ფულს! პირბადე უნდა იყოს სამედიცინო და უნდა გეკეთოთ სამი საათი, სამი საათის მერე უნდა გადააგდოთ, აზრი არა აქვს მერე!

არ შეიძლება 13 თეთრიანი პირბადე იყიდებოდეს 1 ლარად. არ შეიძლება არასამედიცინო პირბადე იყოს შეტანილი საავადმყოფოში, დანაშაულია ეს! დღეში რომ 50-მდე ადამიანი კვდება, რის გამო? ამის გამო, ხარისხის გამო. ჯანდაცვაში ყველაფერი ხარისხია და არა რაოდენობა, რაოდენობა არის კარტოფილი! მირჩევნია საქართელოში იყოს 20 საავადმყოფო და არა 500 კანტორა! სომალიდან დაწყებული, ჟენევით დამთავრებული, ყველგან მიმუშავია, საქართველოშიც ვმუშაობდი და ვიცი, რასაც ვამბობ.

როგორ შეიძლება წამლის მწარმოებელს ჰქონდეს თავისი აფთიაქი, თავისი კლინიკა და კიდევ სამედიცინო დაზღვევა – მსოფლიოში არსად არ არის ეს მოდელი, მხოლოდ საქართველოშია. მიუღებელი მოდელია ეს! პირველი რეფორმა, რაც სჭირდება ჯანდაცვას, არის ანტიმონოპოლია და ყველაფრის დაშლა. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობა არის ძალიან მთავარი. აპრილამდე თავი უნდა გავიტანოთ, მაისში ჩაცხრება მეტ-ნაკლებად. ვირუსი არსად წავა, ჩვენთან ერთად იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შემსუბუქდება. ერთი კვირა ვითათბიროთო და სათათბირო აქ რა არის? ომში ხარ, ჯარი შემოდის – რა უნდა ითათბირო? გადაწყვეტილება უნდა იყოს მყისიერი. ახალი მთავრობაო – რა ახალი მთავრობა, იგივე რჩება, რატომ ვიტყუებთ თავს? დამთავრდა ეს მთავრობანა, საქმეზე გადადით. იმან ეს თქვა, იმან ილაპარაკა, იმან დაიპუტა, სულ პოლიტიკაა ტელევიზორში, სულ არ მაინტერესებს ეს პოლიტიკა, ხალხი კვდება, ექიმები კვდება საავადმყოფოში!

გავიმეორებ, არანაირი პოლიტიკური, ეკონომიკური და ფარმაინტერესი არა მაქვს არც საქართელოში და არც მსოფლიოში – გთხოვთ, მოვითხოვოთ ყველა პლატფორმაზე – ყველამ დავწეროთ, გვინდა სამედიცინო პირბადე 15 თეთრად! 13 თეთრია კარგი ხარისსხის სამედიცინო პირბადის თვითღირებულება, გაყიდეთ 15 თეთრად – ვისაც არა აქვს საშუალება, დაურიგეთ, სუბსიდირება გაუკეთეთ, ამდენი მილიონია შემოსული, რაზე ვლაპარაკობთ? დიდი კომპანიები რომ ხართ, „კარფური“, „გუდვილი“, თქვენ ხომ რაოდენობაზე მუშაობთ, თქვენც ხომ შეიძლება იყიდოთ, გაყიდეთ ბოლოს და ბოლოს ხელმისაწვდომ ფასად, 15 თეთრად.

ადამიანს პირბადე უნდა ეკეთოს 3 საათი, მხოლოდ 3 საათი, მერე ის პირბადე საშიშია! მრავალჯერადი პიორბადეები ამ პანდემიას არ შველის! თავიდან არ ვიცოდით, არც გვქონდა პირბადე, მორჩა, გვაქვს, საქართველოში მზადდება, ნუ შემოგვაქვს ჩინეთიდან ნაგავი, თუ შემოიტანთ, კარგი შემოიტანეთ. ევროპა აღარ უშვებს ნაგავს ევროპაში, დამთავრდა – აპრილში, კი, შემოდიოდა.

მე მაინც მჯერა, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, ძალა ერთობაშია. რომ მიხვალ აფთიაქში, იკითხე, ეს რა პირბადეა? თუ ნაგავია არ იყიდო… ის გამყიდველიც მეცოდება იმ აფთიაქში, ისიც არაფერ შუაშია, მფლობელებზე მაქვს საუბარი, ვისაც ეს ნაგავი შემოაქვს, თორემ, ის ადამიანი, რომელიც მუშაობს აფთიაქში, იმასაც ჰგონია, რომ კარგ რაღაცას ჰყიდის… ყველა მომხმარებელმა უნდა თქვას, მე არ მინდა ეს პირბადე და მინდა კარგი პირბადე – სხვა პირბადე გინდა გკეთებია და გინდა არა.”

აფთიაქებმა მოუსმინეს გიორგიო ფხაკაძეს, თუმცა, ისევ არ არსებობს სახელმწიფო ნება, არ იყიდებოდეს ქვეყანაში პირბადე, რომელიც არ გვიცავს, მეტიც, მეტი და მეტი ჩინოვნიკი და თავად ჯანდაცვის მინისტრიც კი, ე.წ. სარქველიანი პირბადით ჩნდებიან ხოლმე ხალხში. ეს სარქველიანი პირბადე, არ იცავს ადამიანების ვირუსის გადადებისგან, ამას უკვე ყველა ექიმი ერთხმად ამბობს!

თეგები: გია ხუხაშვილიგიორგი ფხაკაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved