ერთი დაღუპული და 22 დაშავებული – რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს. დაშავებულებს შორის სამი ბავშვია.
მასიური იერიშის დროს რუსებმა ზაპოროჟიეზე სულ მცირე 12 დარტყმა განახორციელეს.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად, 14 საცხოვრებელი კორპუსი და 40-ზე მეტი კერძო სახლი დაზიანდა, ასევე მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
კომენტარები