• რეკლამა
  • კონტაქტი
07:23, სამშაბათი, 7 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ერთ პატრულს ვუთხარი, საბარგულში დანა მაქვს თქო და ეგეც დაიკიდა, მარტო სურათის გადაღებაზე ჩალიჩობდა”

ალია ავტორი - ალია
00:49 05-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
560

საპროტესტო აქციებში მონაწილე მიხეილ ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,დღეს მაგრად მაწვალეს. არც კი ვიცი, ჯამში რამდენი საათი ვყავდი გაჩერებული. მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მეც კარგად ვაწვალე და თან რაღაც მაკვარანცხობებიც მოვიფიქრე 🙂

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ყველა საპატრულო ეკიპაჟი უკლებლივ ყველა მოტოს აჩერებს. არ აინტერესებთ არაფერი – არც ის, ნასვამი ხარ თუ არა; არც ის, რამე კანონსაწინააღმდეგო ხომ არ გაქვს. აინტერესებთ მხოლოდ შენთვის და მოტოსთვის სურათების გადაღება და ასევე ის, დადიხარ თუ არა აქციებზე. ერთ პატრულს ვუთხარი, საბარგულში დანა მაქვს თქო და ეგეც დაიკიდა, მარტო სურათის გადაღებაზე ჩალიჩობდა (ვერ მივართვი)

დღეს ყველაზე საინტერესო პირველი გაჩერება იყო. უცებ არსაიდან მკვეთრი მანევრით წინ ჩამიხტა პატრული. ალბათ იფიქრეს, რომ გავიქცეოდი და მათთან საუბრის სიამოვნებას მოვიკლებდი.

ორის ნაცვლად იყვნენ სამნი – ორი პატრული და ერთი ვიღაც შავებში ჩაცმული, რომელსაც ნახევარი საათის განმავლობაში ხმა საერთოდ არ ამოუღია. ეს რაღაც სიახლეა. ასევე სამივე გადმოვიდა მანქანიდან და მანქანა ცარიელი დატოვეს. ესეც სიახლეა. ისტერიულად ითხოვდნენ, მომეხსნა ჩაფხუტი, თან ჩქარობდნენ. რომ ავუხსენი, მზად ვარ, იდენტიფიცირების მიზნით მოვიხსნა ჩაფხუტი, მაგრამ სურათს არ გადავაღებინებ, დამემუქრნენ, მაშინ განყოფილებაში გადაგიყვანთო. კი ბატონო, წავედით თქო. მაშინ შენი მოტო საჯარიმოზე უნდა გადავიყვანოთო. კი ბატონო თქო. განყოფილებაში ჩაფხუტსაც მოგხსნიან და სურათებსაც გადაგიღებენო. არაა პრობლემა თქო. ყველანაირად ცდილობდნენ, უარი მეთქვა განყოფილებაში გადაყვანაზე 😀 ბოლოს ერთმა მკლავში ხელი მომკიდა, ვითომ მივყავდი, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა. რომ გავხედე და გავუცინე, გამიშვა ეგრევე. მაგის შემდეგ განყოფილება აღარ უხსენებიათ. რაღაც ბავშვურ მიზეზს მეუბნებოდნენ, რატომ ჰქონდათ უფლება, სურათი გადაეღოთ. გადავამოწმებ მაგას ახლავე თქო და დავიწყე ტელეფონით გადამოწმება. სად გვაქვს ჩვენ მაგის დრო, რომ ასე ყველას ვაცადოთ გადამოწმებაო 😀 მაგრამ დაახლოებით ნახევარი საათი მაინც დამითმეს

დასასრული ყველაზე მაგარი იყო. ბოლოს გამებუტნენ 😀 მართლა. გაბრაზებულებმა დამიბრუნეს მართვის მოწმობა და წავიდნენ. მოვასწარი და საპატრულო ეკიპაჟის ნომერი დავიმახსოვრე. გენინსპექციაში რომ დავრეკე, პირველი მკითხეს, რამდენი იყვნენო. ანუ ის, რომ 3-3 დადიან, ზემოდანაა ორგანიზებული 🙂

ამათაც და ყველა მომდევნო ეკიპაჟსაც ერთი ფრაზა ჰქონდათ დაზეპირებული – როცა ეუბნები, არ გაქვთ უფლება, სურათი გადამიღოთ, გპასუხობენ: “ახლა მე რომ აგიხსნი, რატომ მაქვს უფლება, ეგრე სხვები კი არ აგიხსნიან. სად შეხვდები ჩვენნაირ ეკიპაჟს”. თან ერთმანეთს აჯვამენ ტიპები 😀

გამოვიტანე დასკვნა, რომ ძალიან ჩქარობენ და ცდილობენ, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოაგვარონ. ლოგიკურიცაა – უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჰყავთ გადასამოწმებელი, დასაჭერი, დასაჯარიმებელი და საცემი. ამ ადამიანების რიცხვი უფრო და უფრო იზრდება, მათ კი რესურსი არ აქვთ. ჰოდა ეს უნდა გამოვიყენოთ.

უნდა გამოვიყენოთ უკლებლივ ყველა უფლება, რაც გვაქვს – ვასაჩივრებთ ყველაფერს და ყველგან. ყველა ჯარიმას ვასაჩივრებთ ჯერ საპატრულოში, შემდეგ უარს ვასაჩივრებთ სასამართლოში (სასამართლოში გასაჩივრება უფასო და ძალიან მარტივია). ასევე პრეტენზიას ვაფიქსირებთ გენინსპექციაში ნებისმიერ რამეზე, რაც არ მოგვეწონება, თუნდაც პატრულის დამოკიდებულება – ირონიული დამოკიდებულება, ხმის აწევა და ა.შ. მთავარია, პატრულის რამე მაიდენტიფიცირებელი გვქონდეს, მაგალითად საპატრულო ეკიპაჟის ოთხნიშნა ნომერი.

ასეთ შემთხვევაში პატრულ-ინსპექტორს უწევს, ახსნა-განმარტებებზე ჯერ ირბინოს საპატრულო დეპარტამენტში, მერე გენინსპექციაში, ბოლოს კი მოვიდეს სასამართლოში მოწმედ. სასამართლოში კი როლები იცვლება – თუ ქუჩაში ისაა მაგარი ტიპი, სასამართლოში უკვე შენ ხარ და რასაც გინდა, იმას ალაპარაკებ. თუ მოინდომებ, შეგიძლია, პროცესზე ატირო კიდეც. მართლა შეგიძლია.

ჰოდა პატრულის ყველა თანამშრომელმა უნდა იცოდეს, რომ დღეში რამდენ ჯარიმასაც დაწერს, დღეში იმდენი სასამართლო მოუწევს, ანუ ყოველდღიურად რამდენიმე საათი უნდა გაატაროს სასამართლოში დაკითხვებზე. ერთ ჯარიმა პატრულისთვის ნიშნავს 3 უსიამოვნო პროცედურას – ახსნა-განმარტება დეპარტამენტში, გენინსპექციაში და დაკითხვა სასამართლოში. 10 ჯარიმა 30 ასეთი პროცედურა და ა.შ. 🙂 საპატრულო დეპარტამენტშიც, გენინსპექციაშიც და სასამართლოშიც პატრულ-ინსპექტორების რიგები უნდა დადგეს

იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ გვაჯარიმებენ, ან ჩვენ საერთოდ არ გვეხებიან, ცოტა უნდა შევაფხიზლოთ გენინსპექცია. დაინახეთ, რომ პატრულმა სიგარეტის ნამწვი დააგდო ქუჩაში – რეკავთ გენინსპექციაში (126); მოძრაობის წესებს არღვევს? – რეკავთ გენინსპექციაში. აქციაზე მის ქცევაში რამე არ მოგეწონათ? უღებთ სურათს, რეკავთ გენინსპექციაში, უხსნით სიტუაციას და ეუბნებით, რომ შეგიძლიათ, იდენტიფიცირებისთვის სურათი წარუდგინოთ.

აგერ რამდენიმე საათის წინ ნოდარ ტურაშვილი გაუტაცებია (სხვას ვერაფერს დავარქმევ) პოლიციას. წაიყვანეს და რამდენიმე საათია, არავინ იცის, სად ჰყავთ. არც გენინსპექცია იწუხებს თავს. რას ვაკეთებთ ამ დროს? სათითაოდ ვრეკავთ გენინსპექციაში და ვაფიქსირებთ პრეტენზიას. სავარაუდოდ გვიპასუხებენ, რომ ამ საკითხის მოკვლევა უკვე დაწყებულია, მაგრამ არ ვჩერდებით – სხვები ვრეკავთ. ვრეკავთ ასობით და თუ საჭიროა, ათასობით. ვრეკავთ მანამ, სანამ იძულებულები არ გახდებიან, გააკეთონ ის, რაც ევალებათ.

უნდა მიხვდნენ, რომ ფიზიკურად არ გააჩნიათ იმის რესურსი, რასაც აპირებენ”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved