• რეკლამა
  • კონტაქტი
03:59, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეროვნული მუზეუმის ყოფილმა დირექტორმა თეა წულუკიანისა და მუზეუმის დირექტორატის წინააღმდეგ სახალხო დამცველს დისკრიმინაციის დადგენის თაობაზე მიმართა

ალია ავტორი - ალია
14:38 02-23-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ხელოვნების ეროვნული მუზეუმის ყოფილმა დირექტორმა, ეკა კიკნაძემ თეა წულუკიანისა და მუზეუმის დირექტორატის წინააღმდეგ სახალხო დამცველს დისკრიმინაციის დადგენის თაობაზე მიმართა.

ინფორმაციას “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს.

“2022 წლის 28 იანვარს, სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაქვეყნა კონკურსში გამარჯვებული პროექტების ჩამონათვალი. საქართველოს ეროვნული მუზეუმის 13 გამარჯვებულ პროექტს შორის არის ეკატერინე კიკნაძის და ხელოვნების მუზეუმის სხვა (აწ უკვე ყოფილი) თანამშრომლების ერთობლივი პროექტიც.

მას შემდეგ, რაც საჯაროდ ცნობილი გახდა, რომ ეკატერინე კიკნაძის პროექტმა მიიღო რუსთაველის ფონდის დაფინანსება, იმ მიზნით, რომ ხელი შეშლოდა კრიტიკულად განწყობილი (ყოფილი) თანამშრომლების სამეცნიერო კვლევების განხორციელებას მუზეუმში, მინისტრმა შეიმუშავა განსხვავებული შეხედულებების გამო კვლევითი პროექტებიდან კონკრეტული პირების ჩამოშორების მექანიზმი. კერძოდ, დებულებით დირექტორატს მიენიჭა უფლებამოსილება, დაფინანსებული პროექტების შესახებ მიმართოს დამფინანსებელს და მოითხოვოს საგრანტო თანხა. დირექტორატს ასევე მიენიჭა უფლება, თავად განსაზღვროს დაუშვებს, თუ არა მუზეუმში მკვლევარს კვლევითი პროექტის განხორციელების მიზნით”, – აღნიშნავს ორგანიზაცია.

მიღებული ცვლილებების შესაბამისად, 9 თებერვალს, დირექტორატის წევრმა, ნიკა ახალბედაშვილმა წერილობით მიმართა რუსთაველის ფონდს 13 გამარჯვებული პროექტისთვის დაფინანსების გამოყოფის მიზანშეუწონლობის შესახებ, რითაც ფაქტობრივად შეჩერდა სამეცნიერო პროექტების, მათ შორის, ეკატერინე კიკნაძის და მისი კოლეგების გამარჯვებული პროექტის განხორციელება.

“22 თებერვალს ეკატერინე კიკნაძემ საჩივრით მიმართა სახალხო დამცველს და მოითხოვა მინისტრის, სსიპ – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორატისა და მისი ოთხი წევრის მიერ განსხვავებული შეხედულებების გამო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა და დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრა”, – წერს საია.

ეკატერინე კიკნაძეს მისი სამსახურიდან გათავისუფლება სასამართლოშიც გასაჩივრებული აქვს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved