• რეკლამა
  • კონტაქტი
22:07, კვირა, 21 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ერისკაცი, ბიძინა ივანიშვილი გყავთ ბაბუ გუნდის სათავეში, და ბოლომდე უერთგულეთ ღმერთთან და ერთან მართალი რომ იყოთო!“ – დიტო სამხარაძე

ალია ავტორი - ალია
15:11 04-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
384

„ოცნების“ დეპუტატი, დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს:

„გუშინ აქციის დასრულების შემდეგ, როდესაც ხალხში გავედი მადლობის სათქმელად, ერთმა უხუცესმა, დარბაისელმა იმერელმა ბაბუამ გამაჩერა! 80 წელს გადავაცილე ბაბუო, 6 ბიჭის მამა, 20 შვილიშვილის და 8 შვილთაშვილის პატრონი ვარო! არასდროს პოლიტიკური პარტიის აქციაზე არ ვყოფილვარ, დღეს აქ რომ არ ჩამოვსულიყავი, ჩემს კაცობას ვუღალატებდიო! ერისკაცი, ბიძინა ივანიშვილი გყავთ ბაბუ გუნდის სათავეში, და ბოლომდე უერთგულეთ ღმერთთან და ერთან მართალი რომ იყოთო! პირადად კაცი არ მიცნობს და აბა ახლა ჩამოგითვლი ჩემი და ჩემი ოჯახისთვის რაც გააკეთაო!კომუნისტებმა ეკლესია დაგვინგრიეს სოფელში, ბიძინამ აღვიდგინა და ამ ეკლესიაში ჩემი 20-დან 12 შვილიშვილი და 8 შვილთაშვილი მოინათლაო! საქართველო-რუსეთის ომში უმცროსი შვილი დამეღუპა, ბიძინამ ყველა ხარჯი გაიღო და საფლავთან პატარა სალოცავიც აგვიშენა, დააფინანსაო! ჩემი ცოლი, ონკოპაციენტი იყო და ბატონი ბიძინას დახმარებით დღემდე ცოცხალიაო! მშვიდობა გვაქვს ბაბუ ქვეყანაში, როგორც ომში დაღუპული ჯარისკაცის მამა გეუბნები და ეს მშვიდობა ბიძინას დამსახურებააო! დღეს შემოსავალი რაც მე და ჩემს შვილებს გვაქვს, აწარმოე საქართველოდან მიღებული დახმარებით გვაქვს ბაბუ და მთელ სოფელს ვეხმარებით და მეწარმეების დახმარება, გვერდში დგომა, დაფინანსება ბიძინას დამსახურება არისო! 4000 ჰექტარი მიწა, 30 წელია ჩვენს მუნიციპალიტეტში კომუნისტების მმართველობის შემდეგ არ დახნულა, ბატონი ბიძინას დავალებით, ხვნა-თესვის პროგრამით დღეს მთელი სოფელი ხეირს იღებს, დაპურებულიაო! ხოდა ბაბუ მე და ჩემი ოჯახი დღეს სახლში უნდა დავრჩენილიყავით და აქ არ ვყოფილიყავითო? ახლა რაც ჩამოგითვალე, ესეც რომ არ გაეკეთებინა, და მარტო ცისფერების პროპაგანდას რომ კრძალავს და ეკლესიას იცავს მაგის გამო მოვიდოდითო‼️ გაოგნებული ვიყავი როდესაც ეს კაცი მელაპარაკებოდა, თან ისეთ მუხტს მაძლევდა რომ გუშინდელი დღე, ასეთი პატრიოტი ქართველების შესაკრებად მართლა ღირდა??? იხარეთ, მამული, ენა, სარწმუნოება✊?“

თეგები: დიტო სამხარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved