• რეკლამა
  • კონტაქტი
22:10, სამშაბათი, 18 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ერეკლე არც ფარსმანის ტოლია, არც გორგასლის, არც ბაგრატის, არც დავითის, არც გიორგის ….რა პრობლემაა – დავით ბერძენიშვილი

ალია ავტორი - ალია
12:29 05-29-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,871

ლევან ბერძენიშვილმა, მისდა უნებურად, ხელისუფლების პროპაგანდის კონტრპროდუქტიულობის წყალობით, შიშველი სიმართლე უთხრა ბევრად მეტ ქართველ ახალგაზრდას, ვიდრე იმ ინტერვიუს დროს ვარაუდობდა.
გვაწყობს ის და მხოლოდ ის, რაც სიმართლეა.” ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლევან ბერძენიშვილის ძმა დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ერეკლე არ არის ქართველების საუკეთესო მეფეთა არც სამეულში, არც ხუთეულში…ათეულშიც არაა.

შარშან და წელს მიხდება ვიკითხო თითქმის ყველაფერი, რაც მოქმედ ქართველ ისტორიკოსებს მეთვრამეტე- მეცხრამეტე საუკუნეების მიჯნის ისტორიაზე დაუწერიათ, რადგან სტუდენტებს ქართულ- რუსულ ურთიერთობებზე ვესაუბრები. ჩემი ლექტორები – ვახტანგ გურული და მერაბ ვაჩნაძე( სხვებიც, ცხადია) პოსტსაბჭოთა პერიოდში ბევრს მუშაობდნენ ამ თემებზე. ბევრი ნაშრომი, სახელმძღვანელო გამოაქვეყნეს – ერეკლე და მანამდე ვახტანგ მეექვსეც და მანამდე სხვები – ყველა შეცდა პრორუსული ორიენტაციის მცდელობით. მწარედ ვისჯებოდით, უპერსპექტივო, არარეალიზებული ჩრდილოური ორიენტაციის გამო. არაა ამ საკითხების( რუსული ორიენტაცია, ტრაქტატი) უშუალო სპეციალისტებისთვის საკამათო, რომ ერეკლემ კატასტროფული შეცდომა დაუშვა და ერს წაართვა სუვერენიტეტი. სწორია ბარათაშვილი. სწორია ჯავახიშვილი .

ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს სიმართლე – ერეკლე არც ფარსმანის ტოლია, არც გორგასლის, არც ბაგრატის, არც დავითის, არც გიორგის ….რა პრობლემაა

ისიც უნდა იცოდეს, რომ ცეკას მდივანი შევარდნაძე ამ საზიზღარ “გიორგიევსკის ტრაქტატს” რუსეთთან შეერთების კონტექსტით აღნიშნავდა 1983 წელს. საზიზღარი, ქვეშევრდომული ფილმიც გადაიღეს ” წიგნი ფიცისა”. სუვერენიტეტის გასხვისების, რუკაზე ფერის დაკარგვის 200 წლისთავი სწორედროგორ შეერთების და არა მფარველობითი ხელშეკრულების ხაზგასმით აღინიშნებოდა.
სახელმწიფოებრიობის დაკარგვის გამო სამარცხვინო ზეიმს ვინც აპროტესტებდა, სუკმა ზოგი გააციმბირა, ზოგიც გაამწარა, ზოგიც დაავადმყოფა… ჩემი სტუდენტობის მეგობრებია და ვიცი.
” გიორგიევსკის ტრაქტატი” – მძულს ეს ორი სიტყვა იმ დროიდან მოყოლებული.

ტყუილში ცხოვრებაა პრობლემა. და მეტი მომავალი გვჭირდება და ცოტა წარსული. ასე ვხედავ. სხვა პერიოდებზე და პერსონებზეც გველის კლიშეების, მითების გადაფასება. ნუ დავივიწყებთ, რომ ეს კლიშეები საბჭოთა პერიოდშია შექმნილი.

ლევანი ხელისუფლების უჭკუობით და უნებური დახმარებით ახალგაზრდებს გათავისუფლებაში ეხმარება.

ჰოდა, უფროსებიც გავთავისუფლდეთ.” წერს დავით ბერძენიშვილი “ფეისბუქში”.

 

შეგახსენებთ, ფილოლოგი და პოლიტიკოსი, “რესპუბლიკური პარტიის” დამფუძნებელი ლევან ბერძენიშვილის თქმით, ერეკლე მეფე მოღალატედ უნდა გამოცხადდეს. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

ახალი გვერდი მობაილბანკში – უფრო მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

ახალი გვერდი მობაილბანკში – უფრო მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

15:53 11-18-2025
თიბისის და GAIA-ს პარტნიორობით AI პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს პარტნიორობით AI პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup გრძელდება

11:46 11-18-2025
Roamingo-ს და ახალი თიბისი ბარათის ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

Roamingo-ს და ახალი თიბისი ბარათის ერთობლივი შეთავაზება

10:42 11-18-2025
ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში
ახალი ამბები

ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში

17:19 11-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved