• რეკლამა
  • კონტაქტი
19:41, კვირა, 21 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ექიმები სპეციალურად ჩააგდეს ხალხის ყბაში, რომ ადამიანებმა ხელი არ გაიშვირონ გახარიასკენ – კაგებეს მეთოდია ეს“

ალია ავტორი - ალია
19:06 04-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

„ალიას“ საფრანგეთიდან, ემიგრაციაში მყოფი, „არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის“ ხელმძღვანელი, დავით ნემსაძე ესაუბრება.

– დათო, ბევრი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ავტორიტეტული ექიმები პოლიტიკაში ჩაითრია და ისეთ განცხადებებს აკეთებინებს, რაც მისთვის არის მომგებიანი.

– პაატა იმნაძის მიმართ წამოვიდა ხალხის დიდი აგრესია. არ შეიძლება მისი დემონიზაცია. თუმცა, ნამდვილად, ძალიან არასერიოზული  და პანიკის შემცველი განცხადება  გააკეთა, როდესაც თქვა, რომ გვამებს ვერ დავითვლითო და კუბოები და ჯოჯოხეთი გვიწინასწარმეტყველა. ამ განცხადებას ედო სერიოზული პოლიტიკური ქვეტექსტი და ექიმი ამას არ უნდა ამბობდეს. შევხედოთ რეალობას. ჩვენ ჰუმანური საზოგადოების წევრები ვართ. ბატონი იმნაძე ძალიან ძლიერი საბჭოთა  მედიცინის წარმომადგენელია და ის და სხვებიც, რასაც აკეთებენ, იმას არ ვუკარგავ. თუმცა, იმნაძის თავისუფალი სიტყვა დასრულდა მაშინ, როდესაც ის გახდა სამხედრო–სამოქალაქო ლუგარის სახელობის  ლაბორატორიის შეფი და მას რასაც დაუწერენ, იმას იტყვის. ნუ მოვთხოვთ მეცნიერებს გმირობას, საერთოდ, ცოცხლებს ნუ ვსახავთ გმირებად. ამ ქვეყანას ახლა არ სჭირდება გმირები, პროფესიონალი, პასუხისმგებლიანი ექიმები და მეცნიერები სჭირდება და ამ ხალხმა აკეთოს იმ საქმე, რაც კარგად იციან. პოლიტიკური შეფერილობის განცხადებებს მოეშვან. იმნაძემ ბოდიშიც მოიხადა იმ განცახდების გამო და ამით აღიარა, რომ მაგარი სისულელე თქვა. იმავეს ვიტყვი ამირან გამყრელიძეზე. ისიც სახელმწიფო სტრუქტურის შეფია და რასაც ეუბნებიან, იმას ამბობს. არ იტყვის? მოხნიან. თან ამ კაცს სოლიდური ბიზნესი აქვს და არ დაუპირისპირდება ხელისუფლებას. დაუპირისპირდება? თანამდებობიდანაც მოხსნიან და ბიზნესსაც ჩაუძირავენ. ერთს და ორს გაუკეთეს ასე? საკუთარი თანამებრძოლები არ დაინდო ივანიშვილმა და მას დაინდობს? აქ არის მეორე მომენტი. კგბ–ს მეთოდია ეს და ჩვენი უშიშროებაც იყენებს ამ მეთოდს, რადგან მისი პირმშოა. საზოგადოების როდესაც  ყბაში  უვარდება  მესამეხარისხოვანი პირი, იმას არ სცალია  პირველი და მეორე ხარისხოვანი პირებისთვის. იმნაძე და სხვა ექიმები მიზანმიმართულად ჩააგდეს ხალხის ყბაში ამ იდიოტური განცხადებების გამო, რომ ხალხმა ხელი არ გაიშვიროს გახარიასკენ, სხვა მინისტრებისკენ და ივანიშვილისკენ. ფაქტიურად, ხელისუფლებამ გასწირა ექიმები და მათი განცხადებებით სცადა საკუთარი შეცდომების გადაფარვა. ცოტა ხანში სხვა რამეს მოიფიქრებენ ხალხის ყურადღების გადასატანად. თუმცა, ეს დროებითია და ხალხი მათ ყველა შეცდომას და დანაშაულს, რაც ამ პანდემიის დროს დაუშვეს და ჩაიდინეს,  მალე დაინახავს და პასუხსაც მოსთხოვს.

ექიმები მეტად პატივსაცემი ხალხია, მე ვიტყოდი, ჩვენი საზოგადოების ყველაზე ინტელექტუალური ნაწილი. არა მარტო ექიმების პოლიტიზირება ხდება, ყველასი – ჯარის, პედაგოგების, პოლიციის…  ყველაფერი იმართება ჯორჯ ორუელის „1984“–ის სცენარით. „მონობა–თავისუფლებაა, უგუნურება–ძალა“. ეს არის ქვეტექსტი და ეს არის ამათი დევიზი. გული იმ ხალხზე მტკივა, ვინც გრძნობს ამას, მაგრამ ჯიუტად ცდილობენ თავიანთი ბელადის დაცვას. არც იმის გაგონება უნდა, რომ ეს ვითარება მალე დასრულდება, ეგ ბელადი გაიქცევა საქართველოდან და ძალიან უხერხულ და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ლაშა ნაცვლიშვილის გამოსვლა ვნახე „იმედზე“, ბიძინა ივანიშვილს ხოტბა რომ შეასხა. ნეტავ არ მენახა. ეს რა იყო? მეგონა მეუდაბნოე ბერი რომელიმე წმინდანის მოწამეობრივი ცხოვრების შესახებ ქადაგებდა. ეს მართლა რა დღეში არიან, ეს საცოდავები? პიროვნულ კულტებზე დაფუძნებელი ყველა მმართველობა დასრულდება, ადრე თუ გვიან. სტალინის,  ნაპოლეონისა და იულიუს  კეისრის მმართველობები დასრულდა და მათთან ვინ არის ივანიშვილი? არც არაფერი, ნული. სააკაშვილის მმართველობა მაინც გაიხსენონ? დრო ყველას  გაასამართლებს და ეს დროს საქართველოში დგება. ხალხი თავის  ადგილს მიუჩენს „ქართულ ოცნებასაც“ და ე.წ. ოპოზიციასაც. იმ მიდგომებით, იმ პოლიტიკით, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, სახელმწიფოს კი არა, ფარდულს ვერ ააშენებ.

ლევან ჯავახიშვილი

თეგები: დავით ნემსაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved