• რეკლამა
  • კონტაქტი
05:48, შაბათი, 3 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ენმ-ს ლიდერების განცხადებები სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნაზე

ალია ავტორი - ალია
18:33 04-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

საქართველოს ხელისუფლების “ისტერიკა” და დამაზიანებელი ქმედება სახელმწიფოსთვის – ასე აფასებს დეპუტატი თინა ბოკუჩავა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებას, რომლიე მიხედვითაც თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის ვიცე-პრემიერი გახდება, ეს ორი ქვეყნის ურთიერთობას დააზიანებს.

ენმ-ს წევრი აღნიშნავს, რომ საკითხზე “ივანიშვილის პაიკებმა ისტერიკა ატეხეს”:

“როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი წარადგენს, უკრაინის მოქალაქეს, პრეზიდენტ სააკაშვილს წარადგენს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე და ამაზე საქართველოს ხელისუფლება, ივანიშვილის პაიკები სრულ ისტერიკას ტეხენ, ეს ძალიან სამარცხვინოა თავად ამ ხელისუფლებისთვის, და რაც უფრო სამწუხაროა, ეს საზიანოა საქართველოსთვის, სახელმწიფოსთვის, რადგან უკრაინა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია”- აცხადებს “ტვ. პირველთან” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა.

„ქართული ოცნება“ ხედავს, რომ მიშა ჩაუძირავია, – ეს შესაფასება კი ბოკუჩავას თანაგუნდელს, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ეკუთვნის.

რომან გიცურიძემ კომენტარი “ინტერპრესნიუსთან” გააკეთა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი არც საქართველოს სასიკეთოდ გამოიყენა და ამავდროულად, ხელს უშლის, რომ უკრაინას გამოადგეს.

„ვერ ისწავლა ამ ხალხმა ჭკუა. აი, ასეთი ჟრიამული ატეხეს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად ინიშნებოდა, მაგრამ მერე რა, რას მიაღწიეს?! რაღაც წერილები დაჯღაბნეს და ამით მორჩა. როგორც იტყვიან, ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. ხოდა ამ ძაღლის ხსენებაზე, ძაღლივით იქცევიან, რომელიც თივაზე ზის, არც თვითონ ჭამს და არც სხვას აჭმევს. იმის ნაცვლად, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნისათვის გამოეყენებინათ, ახლა ხელს უშლიან, რომ უკრაინის სახელმწიფოს გამოადგეს. მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ისინი ხედავენ, რომ მიშა არის ჩაუძირავი,“ – განაცხადა გოცირიძემ.

სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი, შესაძლოა, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაუარესების მიზეზი გახდეს. შესაბამისი განცხადებები “ქართული ოცნების” ლიდერებისგან ღიად კეთდება.

ნიუპოსტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved