„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რუსთავში, შუალედურ არჩევნებში „ლელოს“ მიერ წარდგენილ, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
ჯაფარიძე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ლელომ გუშინ, მას შემდეგ დაასახელეს, რაც “ოცნების” პარლამენტმა მას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.
დღეს მთელი დღის განმავლობაში ოპოზიციურ პარტიებში შიდაკონსულტაციები მიმდინარეობს, დაუჭერენ თუ არა მხარს ჯაფარიძეს და წარსდგება თუ არა ოპოზიცია ერთიანი შუალედური არჩევნებისთვის. სხვა პარტიების გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები