სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე დააკავა – რომეო მიქაუტაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან.
რომეო მიქაუტაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია ცნობილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგიდან გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ მოადგილეს ხელბორკილები გასულ ღამე დაადეს და ამ წუთებში ის სუს-ის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ბრალის ოფიციალურად წარდგენას ედავება.
კომენტარები