• რეკლამა
  • კონტაქტი
14:29, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ე.წ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ განვიხილავთ – ელენე ხოშტარია

ალია ავტორი - ალია
12:09 06-16-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
99

ე.წ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ განვიხილავთ, რეჟიმთან არ ვითანამშრომლებთ, – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ ოპოზიცია ახლა პრინციპულ ბრძოლაშია და ის პუნქტები ჩამოთვალა, რომლის შესრულებაც “ოცნების” ხელისუფლების შესაცვლელად არის მნიშვნელოვანი. მისი თქმით, საჭიროა საერთო ეროვნული პროტესტის გაგრძელება და ასევე ოპოზიციის საერთო სტრატეგიის გარშემო გაერთიანება.

კოალიცია „ცვლილებისთვის“ არის ერთ მუშტად შეკრული და განაგრძობს ბრძოლას რუსულ რეჟიმთან. განაგრძობს იმ შემართებით, რომელიც ჩვენ ვახეთ ჩვენი სამი ლიდერისგან : ზურა ჯაფარიძისგან, ნიკა მელიასან და ნიკა გვარამიასგან. მათ საკუთარი პრინციპული გადაწყვეტლებით, რომ არაფრის ფასად არ ითანამშრომლონ რეჟიმთან, ისინი დღეს არიან პატიმრობაში.

ეს არის ბრძოლის ნაწილი, იმიტომ, რომ რეჟიმთან თანამშრომლობა აძლიერებს და ახანგძლივებს ამ რეჟიმს. შესაბამისად, ისინი შიგნიდან, ჩვენ გარედან ვაგრძელებთ ამ პრინციპულ ბრძოლას.

პრინციპული ბრძოლა დგას სამ რამეზე:

ერთი, ეს არის საერთო ეროვნული პროტესტი, რომელიც უნდა გაძლიერდეს და ყველა აქტივისტმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ, კოალიცია, ვართ მათ გვერდში. ყველა პოლიტპატიმარმა უნდა იცოდეს, რომ ვართ მათ გვერდში და გავაგრძელებთ მათი უფლებებისთვის ბრძოლას.

მეორე – ეს არის პოლიტიკური ერთიანობა, პოლიტიკური სპექტრის, ოღონდ ერთიანობა სტრატეგიული ამოცანის გარშემო, რეჟიმთან ართანამშრომლობის გარშემო. ამ ერთიანობას დღეს აქვს გამოწვევა, ეს არის ე.წ. ადგილობრივი თვითმმართელობის არჩევნები, რუსული რეჟიმის მიერ მოფიქრებული, გამოგონიი, ყალბი პროცესი.

ამიტომ, მე დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, პრეზიდენტთან ერთად, „ლელოსთან“ ერთად, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, ჩვენ დავხურავთ ამ ფურცელს და ზუსტად ისევე პრინციპულად, როგორც პარლამენტში არშესვლით, კომისიათან ართანამშრომლობით დაიხურება ეს ყალბი თვითმმართველობის თემა და ვიქნებით ერთიანები ამ ბრძოლაში.

სწორედ ამ ართანამშრომლობით, არლეგეტიმაციით ამ რეჟიმის ჩვენ მივაღწევთ როგორც შიდა, ასევე გარე ზეწოლას რეჟიმზე, რაც საბოლოო ჯამში, მათ ჩამოშლის.

ჩვენ გუშინ ვნახეთ კვლევები, რომელიც ადასტურებს, რომ მაგალიტად, თბილისში 70% არის წინააღმდეგი ამ ყალბი პროცესის.

ამიტომ, მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ ბრძოლაში, სადაც ჩვენმა ლიდერებმა პრინციპული ნაბიჯი გადადგეს, კოალიცია „ცვლილებისთვის“ დგას ძალიან პრინციპულად, ერთ მუშტად შეკრული და ერთგული იმ ბრძოლის, რაც არის რუსების დამარცხება ჩვენს ქვეყანაში, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

თბილისში “ქართული ოცნების” რეიტინგი, 24,6%. ამ მონაცემებს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი(ISSA) დღეს 15 ივნისს აქვეყნებს. კითხვაზე
ამ შაბათს რომ ადგილობრივი არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შემდეგი არჩევანი რომ გქონდეთ, შედეგები ასე გადანაწილდა: (ალოკაცია)

ქართული ოცნება – 24,6%

კოალიცია “ცვლილებებისთვის” – 20,6%,

“გახარია საქართველოსთვის” – 17,2%,

“ძლიერი საქართველო” “ლელო – ხალისთვის” “მოქალაქეები” – 14,2% ,

“ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობა” – 13,9%

“გირჩი” – 3,7 %

სხვა პარტიები – 5,8%

საზოგადოებრივი აზრის კვლევაში 2000 რესპოდენტი მონაწილეობდა. შედგა პირისპირ ინტერვიუ. კვლევის საველე სამუშაოები განხორციელდა
2025 წლის 5-20 მაისის შუალედში. კვლევა განახორციელა სოციალური კვლევისა და ანალიზისინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC – თან თანამშრომლობით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved