სამართლის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ზურაბ ჯიბღაშვილი:
„ორი დღეა გვესმის: ვერ დამიჭერენო – დაიჭირეს; გირაოს არ გადავიხდიო – იხდის; ამნისტია არაო და – არც მაგაზე იტყვის უარს, ბოლოს ბოდიშსაც მოიხდისო. ე ბიჭო, “პლასტინკა დაგიბუქსავდათ”, გადააბრუნეთ მაინც. ნიკა მელიასგან გმირის შექმნა თქვენ დაიწყეთ (დაჭერამდე ვამბობდით ამას ბევრი) და ეხლა დანამუსება გინდათ? როცა შეთანხმებაა, იქ იმ შეთანხმების შედეგების ფარგლებში მეორე მხარეზე ქილიკი ადამიანური აღარ არის. ეს არ გვიოცნებია 2012-ში.“
კომენტარები