დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს რომ კორონავირუსის ახალი შტამის არ უნდა შეგვეშინდეს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„იმაზე სწრაფი გავრცელება, რაც ჩვენ გვქონდა დაახლოებით 3 კვირის წინ, ძნელად წარმომიდგენია რომ ახალ შტამსაც რომ ჰქონდეს. მთავარი ახალ შტამთანაც რჩება იგივე – პირბადე და დისიტანცია. ამიტომ გადაჭარბებულად ნუ შეგვეშინდება ახალი შტამის, ისიც საკმარისია, რაც დღეს ცირკულირებს“,- ამბობს პაატა იმნაძე.
კომენტარები