• რეკლამა
  • კონტაქტი
13:20, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ძლიერმა საქართველომ“, 2025 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის, სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში კოალიციის მერობის კანდიდატები წარადგინა

ალია ავტორი - ალია
20:35 09-06-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
319

„ძლიერმა საქართველომ“, 2025 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის, სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში კოალიციის მერობის კანდიდატები წარადგინა. წარდგენის ღონისძიება ზუგდიდში გაიმართა.

მერობის კანდიდატები „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან სამუშიამ წარადგინეს.
ზუგდიდში „ძლიერი საქართველოს“ მერობის კანდიდატია გიორგი თოდუა;
ხობში – იური ბუკია;
ჩოხატაურში – ნუგზარ ჩხიკვაძე;
ხარაგაულში – ინგა მაღრაძე;
სამტრედიაში – ბადრი ვაშაკიძე.
რაც შეეხება ხონის მერობის კანდიდატს, კოალიციის მერობის კანდიდატია გელა ბობოხიძე. ალეკო ელისაშვილის განმარტებით, ის დღევანდელ წარდგენას ვერ ესწრება ობიექტური მიზეზით, რადგან საქართველოში არ იმყოფება.
როგორც ალეკო ელისაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საერთო მიზნისკენ ერთად უნდა იმუშაონ.
„ძალიან მაგარი ამბავი ხდება ის, რომ წინასაარჩევნო კოორდინაცია გვაქვს ძალიან მაგარ პოლიტიკურ ჯგუფთან, რომელიც ჩვენი კონკურენტია, მაგრამ შევთანხმდით გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდთან, რომ უფრო დიდი მიზანი უნდა გვაერთიანებდეს და ამ დიდი მიზნისკენ სვლისას ჩვენი ამბიციები, ეგო უკან დავწიოთ, ჩვენ წყენებზე მაღლა დავდგეთ. აქამდე, ქართველმა პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ვაჩვენეთ მთელ მსოფლიოს, მტერსაც და მოყვარესაც, რომ ერთმანეთის ლანძღვაში ვართ მსოფლიო ჩემპიონები, ოლიმპიური ჩემპიონები ერთმანეთისთვის ფეხის დადებაში, შეურაცხყოფის მიყენებაში, მაგრამ ეს დრო წარსულს უნდა ჩავაბაროთ, თუ ჩვენ გვაქვს ამბიცია იმისა, რომ გადავიბაროთ საქართველოს ბედი, ხელისუფლება. დიახ, ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც ამის ამბიცია გვაქვს, პირველ რიგში, „ლელო-ძლიერ საქართველოს“ და ახლა უკვე, კოორდინირებულ რეჟიმში ვართ გახარიას პოლიტიკურ გუნდთან და ეს არის ძალიან მაგარი. მტერსაც და მოყვარესაც უნდა ვაჩვენოთ,რომ საქართველოსთვის უნდა გავერთიანდეთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა კანდიდატების წარდგენისას.
(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved