• რეკლამა
  • კონტაქტი
14:34, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ძლიერმა ამოფრქვევამ შესაძლოა ზღაპრული სანტორინი გაანადგუროს? – რა საფრთხეებზე საუბრობენ მეცნიერები

ალია ავტორი - ალია
16:44 04-26-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,951

სან­ტო­რი­ნის ცი­ცა­ბო კლდე­ე­ბი მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ინ­დუსტრი­აა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა მი­ლი­ო­ნებს შე­ად­გენს. მის ქვეშ კი ყოვ­ლის­შემ­ძლე აფეთ­ქე­ბის შიში იმა­ლე­ბა.

ეს ზღაპ­რუ­ლი ბერ­ძნუ­ლი კუნ­ძუ­ლი, უძ­ვე­ლეს­მა ძლი­ერ­მა ამოფრქვე­ვამ შექ­მნა. მან­ვე და­ტო­ვა უზარ­მა­ზა­რი კრა­ტე­რი და ნა­ლის ფორ­მის კიდე. ახლა, პირ­ვე­ლად, მეც­ნი­ე­რე­ბი სწავ­ლო­ბენ, თუ რამ­დე­ნად სა­ში­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს შემ­დე­გი დიდი ამოფრქვე­ვა.

BBC News-მა ერთი დღე ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო კვლე­ვი­თი ხო­მალ­დის, Discovery-ს, ბორტზე გა­ა­ტა­რა და უამ­რა­ვი სი­ახ­ლე შე­ი­ტყო.

სულ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, მას შემ­დეგ რაც კუნ­ძულ­ზე მი­წისძვრა მოხ­და, სან­ტო­რი­ნი თით­ქმის ნა­ხე­ვარ­მა მო­სახ­ლემ და­ტო­ვა. ეს შეხ­სე­ნე­ბა იყო იმი­სა, რომ იდი­ლი­უ­რი თეთ­რი სახ­ლე­ბის ქვეშ დე­და­მი­წის ქერ­ქში შე­საძ­ლოა ერ­თმა­ნეთს ორი ტექ­ტო­ნი­კუ­რი ფილა და­ე­ჯა­ხოს.

მი­სი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობს დიდი ბრი­ტა­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი ოკე­ა­ნოგ­რა­ფი­ის ცენ­ტრის მა­ღა­ლი რის­კის წყალ­ქვე­შა ვულ­კა­ნე­ბის ექ­სპერ­ტი, პრო­ფე­სო­რი იზო­ბელ იეო. მისი თქმით, მსოფ­ლი­ოს ვულ­კა­ნე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით ორი მე­სა­მე­დი წყალ­ქვე­შაა, თუმ­ცა ისი­ნი ძი­რი­თა­დად უკონ­ტრო­ლოა.

იზო­ბელ იეო ამ­ბობს, რომ კვლე­ვა შე­საძ­ლოა მსოფ­ლი­ო­ში წყალ­ქვე­შა ვულ­კა­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­როს.
კვლე­ვა, რო­მე­ლიც მი­წისძვრე­ბის შემ­დეგ მა­ლე­ვე ჩა­ტარ­და, მეც­ნი­ე­რებს და­ეხ­მა­რე­ბა იმის გა­გე­ბა­ში, თუ რა ტი­პის სე­ის­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბა შე­იძ­ლე­ბა მი­უ­თი­თებ­დეს ვულ­კა­ნუ­რი ამოფრქვე­ვის გარ­და­უ­ვა­ლო­ბა­ზე.

სან­ტო­რი­ნის ბოლო ამოფრქვე­ვა 1950 წელს მოხ­და. თუმ­ცა, რო­გორც იზო­ბე­ლი ამ­ბობს, 2012 წელს “არე­უ­ლო­ბის პე­რი­ო­დი“ იყო. მაგ­მა ვულ­კა­ნურ კა­მე­რებ­ში შე­ვარ­და და კუნ­ძუ­ლე­ბი “აშუშ­ხუნ­და“.
“გემ­ზე, ჩვენს ქვეშ, 300 მეტ­რის სიღ­რმე­ზე, მდუ­ღა­რე ცხე­ლი წყა­რო­ე­ბია. დე­და­მი­წა­ზე არ­სე­ბუ­ლი ეს ბზა­რე­ბი ზღვის ფსკერს გა­მოშ­ვე­რი­ლი კლდე­ე­ბი­სა და გა­ზის ღრუბ­ლე­ბის კაშ­კა­შა ნა­რინ­ჯის­ფერ სამ­ყა­როდ აქ­ცევს,“ – წერს გა­მო­ცე­მა და აღ­ნიშ­ნავს იმა­საც, რომ ფსკერ­ზე, გა­ზე­ბის შე­საგ­რო­ვებ­ლად და კლდის ნა­ტე­ხე­ბის მო­სა­ტე­ხად, რო­ბო­ტი ჩა­ვი­და.

“ჩვენ ვცდი­ლობთ ჰიდ­რო­თერ­მუ­ლი სის­ტე­მის რუ­კა­ზე და­ტა­ნას. ეს ხმე­ლეთ­ზე რუ­კის შექ­მნას არ ჰგავს. ჩვენ დე­და­მი­წის სიღ­რმე­ებ­ში უნდა ჩა­ვი­ხე­დოთ“, – ამ­ბობს მკვლე­ვა­რი, რო­მე­ლიც უკვე ერთი თვეა სან­ტო­რი­ნი­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

ისი­ნი სან­ტო­რი­ნის შემ­დეგ კუნ­ძუ­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 7 კმ-ში მდე­ბა­რე კო­ლუმ­ბოს­კენ გა­ე­მარ­თე­ბი­ან. ორი­ვე ვულ­კა­ნის ამოფრქვე­ვა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში არ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი, თუმ­ცა ეს მხო­ლოდ დრო­ის სა­კი­თხია.

მთავ­რო­ბის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის ჯგუ­ფის წევ­რის, პრო­ფე­სორ ნო­მი­კუს გან­ცხა­დე­ბით, სწო­რედ ვულ­კან­მა შთა­ა­გო­ნა, რომ გე­ო­ლო­გი გამ­ხდა­რი­ყო. ის სან­ტო­რი­ნი­და­ნაა და ბა­ბუ­ის­გან წარ­სუ­ლი მი­წისძვრე­ბი­სა და ამოფრქვე­ვე­ბის შე­სა­ხებ ის­მენ­და.

“ეს კვლე­ვა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, იცოდ­ნენ, რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რია ვულ­კა­ნე­ბი და მო­ნიშ­ნავს იმ ტე­რი­ტო­რი­ებს, რომ­ლე­ბიც ამოფრქვე­ვის დროს აკ­რძა­ლუ­ლი იქ­ნე­ბა“, – ამ­ბობს ის.

გუნ­დმა ვულ­კა­ნის გარ­შე­მო ძა­ლი­ან სუს­ტი მი­წისძვრე­ბი და­ა­ფიქ­სი­რა, რაც სის­ტე­მა­ში სი­თხის გა­და­ად­გი­ლე­ბით და ბზა­რე­ბის წარ­მოქ­მნით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი. ისი­ნი აფიქ­სი­რე­ბენ, თუ რო­გორ მოძ­რა­ობს სი­თხე კლდე­ში, რის შე­დე­გა­დაც ელექტრო­მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლის იმ­პულ­სებს მი­წა­ში აგ­ზავ­ნი­ან. შე­დე­გად მი­ი­ღე­ბა სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი რუკა, რო­მე­ლიც აჩ­ვე­ნებს, თუ რო­გორ არის ჰიდ­რო­თერ­მუ­ლი სის­ტე­მა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვულ­კა­ნის მაგ­მურ კა­მე­რას­თან, სა­დაც ამოფრქვე­ვა ხდე­ბა.

“ჩვენ მეც­ნი­ე­რე­ბას ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ვა­კე­თებთ და არა მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის. ჩვენ აქ იმის­თვის ვართ, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა თავი უსაფრ­თხოდ იგ­რძნონ“, – ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი.

სან­ტო­რი­ნი­ში ბოლო დროს მომ­ხდარ­მა მი­წისძვრის კრი­ზის­მა აჩ­ვე­ნა, თუ რამ­დე­ნად და­უც­ვე­ლე­ბი არი­ან კუნ­ძუ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი სე­ის­მუ­რი საფრ­თხე­ე­ბის მი­მართ და რამ­დე­ნად არი­ან ისი­ნი და­მო­კი­დე­ბულ­ნი ტუ­რიზ­მზე.

წყა­რო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved