ძლიერი წვიმის გამო, ქუთაისის აეროპორტში რეისების ნაწილი გადაიდო. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გადაიდება თუ არა მოსკოვი-ქუთაისის პირველი რეისი, რომელიც რუსულმა “რედ ვინგსმა” დღეს უნდა შეასრულოს.
მანამდე, ცოტა ხნის წინ, ქუთაისის აეროპორტში ჭერი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ასევე, ძლიერი წვიმის გამო დატბორილია აეროპორტის შიდა ნაწილი. წყალი ასაფრენი სივრცის დარბაზში დგას. ამ დროისთვის, აეროპორტის თანამშრომლები შენობაში შესული წყლის გაწმენდას ცდილობენ.
კომენტარები