პეკინსა და მიმდებარე პროვინციებში ძლიერ წვიმას სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
Reuters -ის ინფორმაციით, ამ დროისთვის კიდევ რვა ადამიანი დაკარგულად ითვლება.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მომდევნო დღეებში ამინდი გაუარესდება და კატასტროფების რისკი გაიზრდება.
სახელმწიფო მაუწყებლის CCTV-ის ცნობით, ხელისუფლებამ 4400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ამ დროისათვის ელექტროენერგია 10 000-ზე მეტ ადამიანს არ მიწოდება.
კომენტარები