ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” რუსეთ-უკრაინის ომის თემას თითქმის ყოველდღიურად ეხმაურება. ამჯერად მარიუპოლსა და სხვა ქალაქებში არსებულ სიტუაციას აღწერს.
ასევე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის ავადმყოფობის შესახებ.
“აბა დილა მშვიდობისა ყველას! მარიუპოლი ისევ ძალიან მაგრად დგას! ფრთხილი კარგი ამბავი ისაა, რომ მარიუპოლისკენ მიიწევენ ჩვენები. ბრიტანელებმაც გაავრცელეს რუქა და არესტოვიჩმა თქვა, რომ უახლოეს დღეებში მარიუპოლის ირგვლივ რუსებს მძიმე დღეები დაუდგებათ! ამინ!
ზელენსკიმ თქვა ფოქსნიუსთან, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ვაჭრობის საგანი არასდროს გახდებაო! ჯონსონიც მხარს უჭერს ბოლომდე!გერმანელები მესამე ადგილზე გადავიდნენ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაში!
ძლიერდება ხმები პუტინის სიმსივნით ავადმყოფობის შესახებ! გუშინ დავკავირდი და ბოლო ორი გამოჩენაა და ეს ხელები სულ შებოჭილი აქვს, შეიძლება ტრემორი რომ გააჩეროს! ასევე წყაროზე ამბობენ, შიგნით წავიდა გადაბრალებების კასკადი და ერთმანეთზე იარაღის მიშვერებიო! აბა როგორ დონ მოკლედ დღეს ციფრულ განზომილება კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება და ცინცხალ მოგახსენებთ! დიდება უკრაინას! დიდება გმირებს! დიდება ერს! სიკვდილი მტერს!” – წერს პეტრიაშვილი.
კომენტარები