თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს – სხდომას ესწრება ბრალდებული უგულავა.
არსებული ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის 4 მოწმე დაიკითხება. მათ შორის არიან, მესაზღვრე პატრული და გამომძიებელი.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან.














კომენტარები