ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც ფსიქოლოგი წერს, ვიდეო, რომელიც მას არ გაუზიარებია, “ფეისბუქში” ისე გამოჩნდა, როგორც მისი ატვირთული.
“ძალიან უცნაური რამე მოხდა ახლა, ვიდეო, რომელიც მე არ გამიზიარებია, გამოჩნდა სადღაც, არა ჩემ კედელზე.
ჩემი “დადებული” იყო თითქოს. ეწერა, რომ გავაზიარე 23 საათის წინ. დაალაიქა მეგობარმა და ამიტომ დავინახე. წავშალე. ახლა გადავედი ურნაში და არც ურნაში არ დევს.
ვიფიქრე, შემთხვევით ხომ არ გამეზიარამეთქი, მაგრამ ჯერ შემთხვევით გამეზიარა, მერე შემთხვევით გამეფაბლიქა 23 საათის შემდეგ? წავშალე და არც ურნაში მოხვდა? ეს ჩემგანაც კი ნამეტანია, თორემ კიბატონო, რამსები კი მერევა ზოგჯერ და დიდად არც გამიკვირდებოდა. მაგრამ ახლა შემთხვევით ვერ გამეფაბლიქებოდა, მესინჯერში საქანელა მაქვს გაბმული ოთხ მეგობართან, პირადში ვლაპარაკობდი გაუჩერებლად. ა
მას წინ კიდევ ერთხელ თავისით აისქროლა და ჩაისქროლა ჩემი კედელი. ხოდა “დამავოი” მყავს? გამომლოცველი ხომ არავინ მყავხართ ახლომახლო, რა გავაკეთო?”, – წერს ნათია ფანჯიკიძე “ფეისბუქში”.
კომენტარები