“დროს” ლიდერის, ელენე ხოშტარიას დედა, ირინა გუნცაძე კონსილიუმის წევრ ექიმებს მიმართავს და მოშიმშილე პოლიტიკოსის თხოვნის გაზიარებას სთხოვს.
მისი თქმით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, დაწყებულია ინტოქსიკაციური პროცესები:
ჩემი უდიდესი სურვილია შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა მე უძლური ვარ. “ქართული ოცნების”, მთავრობის არ მიკვირს, თუმცა ექიმებო, გაგვაგებინეთ რა ხდება?! სიცხადეს როცა შეიტანთ (სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ) შეიძლება ელენემაც შეწყვიტოს შიმშილობა. ხომ არ შეიძლება სეთ ვაკუუმში გვამყოფოთ?! ხალხო, ცოტა აზრზე მოდით რა ხდება?! გესმით რა ხდება ჩვენ თავს? ძალიან გთხოვთ, მოიკრიბეთ გონება, გრძნობები, ცოტა შეწუხდით… კონსილიუმის ექიმებო ძალიან გთხოვთ, რაც გთხოვათ ელენემ შეასრულეთ. ესეც ხომ თქვენი მოვალეობაა, დიდი პატივსცემით გთხოვთ, შეასრუკლეთ თქვენი მოვალეობა”- განაცხადა ირინა გუნცხაძემ.
ელენე ხოშტარია კონსილიუმის შემადგენლობაში მყოფ ექიმებს სააკაშვილის მდგომარეობის შესამოწმებლად ციხეში შესვლას თხოვს.














კომენტარები