დუშეთში მკვლელობა მოხდა – პოლიციამ 1987 წელს დაბადებული პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგანსაქმეთასამინისტროსმცხეთა-მთიანეთისპოლიციისდეპარტამენტისდუშეთისრაიონულისამმართველოსთანამშრომლებმა, განზრახმკვლელობისბრალდებითწარსულშინასამართლევი – 1987 წელსდაბადებულიბ.ბ. ცხელკვალზედააკავეს. პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული დუშეთის მუნიციპალიტეტში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებისას ფიზიკურად გაუსწორდა 1954 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ა.ბ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბ.ბ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.














კომენტარები