დონბასელი სეპარატისტების მარიონეტული ლიდერები, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაური, დენის პუშილინი და ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მეთაური, ლეონიდ პასეჩნიკი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს საკუთარი თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის გამოცხადების თხოვნით მიმართეს.
“საერთაშორისო სამართალსუბიექტობის განსაზღვრის მიზნით, ასევე უკრაინის ხელისუფლების სამხედრო აგრესიისთვის სრულფასოვანი წინააღმდეგობის გასაწევად, იმისათვის, რომ არ დავუშვათ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი, ინფრასტრუქტურის ობიექტების და საცხოვრებელი ფონდის განადგურება, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მთელი მოსახლეობის სახელით გთხოვთ აღიაროთ დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიული სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფო“– განაცხადა პუშილინმა ტელეარხ რასია24–ის ეთერში.
იგივე ფორმულირებები აქვს პასეჩნიკს – “რათა არ დავუშვათ რესპუბლიკის მაცხოვრებელთა მსობრივი დაღუპვა“. ორივე თხოვს პუტინს არა მხოლოდ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, არამედ რუსეთთან მეგობრობისა და თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობის განხილვას.














კომენტარები