• რეკლამა
  • კონტაქტი
10:10, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დმანისის მერის მოადგილე აქციაზე გარდაცვლილ კაცზე: ის პოლიტიკაში არასდროს ერეოდა – „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მოდიან და ფულის სანაცვლოდ, ხალხს მიტინგზე წასვლას სთავაზობენ, ამ ყველაფერს კახა ოქრიაშვილი ხელმძღვანელობს

ალია ავტორი - ალია
15:00 11-07-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21

რუსთავში, საპროტესტო აქციაზე გარდაცვლილი მამაკაცი 60 წლის ჯახანდარ გუსეინოვია. როგორც ადგილობრივები „ქრონიკასთან“ საუბრისას ამბობენ, გარდაცვლილს ჯანმრთელობის პრობლემები აქამდეც ჰქონდა.

მათივე ინფორმაციით, გუსეინოვი არასდროს ყოფილა საპროტესტო აქციაზე და მათთვისაც გაურკვეველია, რატომ და როგორ აღმოჩნდა კაცი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან.

„არ ვიცი, თავისი ნებით წავიდა თუ ვინმემ ძალით წაიყვანა. არც არავინ იცის, ეს როგორ მოხდა. გავიგე, რომ რუსთავში წავიდა აქციაზე, ცუდად გახდა და გული გაუჩერდა. მასზე არ მსმენია, რომ რომელიმე აქციაზე ევლო“, – ამბობს ჰუსეინოვის ნათესავი ფილკამ ასტანოვი.

დმანისის მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვი არ გამორიცხავს, რომ კაცს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, აქციაზე წასვლის სანაცვლოდ, თანხა შესთავაზა.

„რამდენადაც ვიცი, ძალიან მშვიდი და წყნარი ადამიანი იყო. პოლიტიკაში არასდროს ერეოდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დმანისში აქციების ორგანიზება დაიწყო. აქციაში მონაწილეობისთვის, მოსახლეობას, დაახლოებით, 30 ლარი შესთავაზეს. დაახლოებით 80 ადამიანს გადაუხადეს ფული და მიტინგზე ისე წაიყვანეს. ამ ყველაფრის ორგანიზებას მათი შტაბი აწყობს. მიტინგის მოახლოებისას ისინი ხალხს კრებენ და ამაში ნათესავებიც ეხმარებიან. ამ შემთხვევაშიც, მათ რუსთავში წასვლა კახა ოქრიაშვილის ახლობლებმა გადააწყვეტინეს. რაც შეეხება გარდაცვლილს, აქამდე ის მიტინგზე არასდროს ყოფილა, არც ის გამიგია, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რამე შეხება ჰქონოდა. მგონი, პირველად წავიდა აქციაზე. ეჭვი მაქვს, ფულის სანაცვლოდ აიძულეს წასვლა. ალბათ, ნერვიულობდა, წნევამ აუწია და ამის გამო გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახი ძალიან ნანობს, რომ იმ მიტინგზე წავიდა და გარდაიცვალა. არ ვიცი, რას აპირებს ოჯახი. ერთი, რის თქმაც შემიძლია, დმანისელები პოლიტიკურად აქტიურები არ ვართ, აქციებზე არ დავდივართ, ქართულიც გამართულად არ ვიცით. უბრალოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მოდიან და ფულის სანაცვლოდ, ხალხს მიტინგზე წასვლას სთავაზობენ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს კახა ოქრიაშვილი ხელმძღვანელობს, მაგრამ ადგილზე საქმეს მისი ნათესავი, მერაბ ოქრიაშვილი მართავს“, – აცხადებს არიფ სულეიმანოვი.

რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან აქციაზე კაცის გარდაცვალების ფაქტზე, შსს-მ გამოძიება დაიწყო.

ფოტო: იმედი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved