• რეკლამა
  • კონტაქტი
02:33, ოთხშაბათი, 20 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დიდი შაბათი – რა უნდა იცოდეთ ამ დღის შესახებ

ალია ავტორი - ალია
12:49 04-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
223

დიდი შა­ბა­თის ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა იესო ქრის­ტეს ხორ­ცით საფ­ლავ­ში, სუ­ლით კი ჯო­ჯო­ხეთ­ში ჩას­ვლას და, ბო­ლოს, მა­ცხოვ­რის მკცდ­რე­თით აღ­დგო­მას ეძღვნე­ბა. ცის­კარ­ზე მღვდელმსა­ხუ­რე­ბი “წმინ­დაო ღმერ­თოს” გა­ლო­ბით გარ­და­მოხ­სნას ტაძ­რი­დან გა­მო­აბ­რძა­ნე­ბენ და ნიშ­ნად იესო ქრის­ტეს ჯო­ჯო­ხეთ­ში ჩას­ვლი­სა და სიკ­ვდილ­ზე გა­მარ­ჯვე­ბი­სა, ხალ­ხის თან­ხლე­ბით ტაძ­რის ირ­გვლივ შე­მო­ა­ტა­რე­ბენ. შემ­დეგ ისევ ტა­ძარ­ში შე­აბ­რძა­ნე­ბენ და ღია აღ­სავ­ლის კარ­თან მი­ი­ტა­ნენ. ეს იმის ნი­შა­ნია, რომ მა­ცხო­ვა­რი გა­ნუ­ყოფ­ლას იმ­ყო­ფე­ბა მამა ღმერ­თთან და რომ თა­ვი­სი ვნე­ბი­თა და სიკ­ვდი­ლით კვლავ გაგ­ვი­ღო სა­მო­თხის კარი. ამ დროს იგა­ლო­ბე­ბა “მშვე­ნი­ერ­მან იო­სებ…”

იმ დროს, როცა გარ­და­მოხ­სნას ისევ ტაძ­რის შუ­ა­გულ­ში და­ას­ვე­ნე­ბენ, ით­ქმე­ბა ეკტე­ნია და იკი­თხე­ბა სა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლო ეზე­კი­ელ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის წიგ­ნი­დან გარ­დაც­ვლილ­თა მკვდრე­თით აღ­დგო­მის შე­სა­ხებ; სა­მო­ცი­ქუ­ლო, რო­მე­ლიც გვას­წავ­ლის, რომ იესო ქრის­ტე ჭეშ­მა­რი­ტი აღ­დგო­მაა ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნის სუ­ლის­თვის; სა­ხა­რე­ბა, რო­მე­ლიც მოგ­ვი­თხრობს, თუ რო­გორ და­ა­ყე­ნეს მცვე­ლე­ბი პი­ლა­ტეს თან­ხმო­ბით მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­თან, შე­სას­ვლე­ლი ლო­დით ჩა­რა­ზეს და ზედ ბე­ჭე­დი და­ას­ვეს.

დიდი შა­ბა­თის ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ლი­ტურ­გი­უ­ლი ტრა­დი­ცი­ის მწვერ­ვა­ლია. ეს არაა იესო ქრის­ტეს სიკ­ვდი­ლი­სა და და­საფ­ლა­ვე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის დრა­მა­ტუ­ლი გა­თა­მა­შე­ბა ან სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი რი­ტუ­ა­ლუ­რი დად­გმა. ეს ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა ღრმა სუ­ლი­ე­რი წვდო­მაა მა­ცხოვ­რის იმ ქმე­დე­ბის მა­რა­დი­ულ არსში, რომ­ლი­თაც მან კა­ცობ­რი­ო­ბა იხ­სნა.

ბა­სი­ლი დი­დის საღვთო ლი­ტურ­გია ანუ წირ­ვა ამ დღეს ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე გვი­ან იწყე­ბა და მწუხრს უერ­თდე­ბა. მღვდე­ლი სა­კურ­თხე­ველ­ში ტრა­პეზ­თან კი არ მსა­ხუ­რობს, არა­მედ ტაძ­რის შუ­ა­გულ­ში, გარ­და­მოხ­სნას­თან.

მცი­რე შე­სავ­ლი­სა და “ნა­თე­ლი მხი­ა­რუ­ლის” გა­ლო­ბის შემ­დეგ იკი­თხე­ბა 15 სა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლო სა­კი­თხა­ვი ძვე­ლი აღ­თქმი­დან. ყო­ველ მათ­გან­ში ნა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ვია ღვთის მიერ სამ­ყა­როს ხსნა, რაც აღ­თქმუ­ლი მე­სი­ის მოს­ვლით აღ­სრულ­და.

სამ­ყა­როს შექ­მნი­სა (შე­საქ­მე­თა წიგ­ნი­დან) და ეგ­ვიპ­ტი­დან ის­რა­ე­ლის გა­მოს­ვლის შე­სა­ხებ (გა­მოს­ვლა­თა წიგ­ნი­დან) სა­კი­თხა­ვებ­თან ერ­თად იკი­თხე­ბა ნა­წყვე­ტი ესა­ია, ეზე­კი­ელ, იე­რე­მია, და­ნი­ელ და სო­ფო­ნია წი­ნას­წარ­მე­ტყველ­თა წიგ­ნე­ბი­დან მე­სი­ის ვნე­ბის, აღ­დგო­მი­სა და ამ გზით კა­ცობ­რი­ო­ბის ხსნის შე­სა­ხებ.

სა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლო­სა და სა­მო­ცი­ქუ­ლოს წა­კი­თხვი­დან იწყე­ბა მზა­დე­ბა მა­ცხოვ­რის აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლის­თვის. ამ დროს სამ­ღვდე­ლო­ე­ბის სამ­გლო­ვი­ა­რო შე­სა­მო­სე­ლი სა­დღე­სას­წა­უ­ლო­თი იც­ვლე­ბა. ასე­ვე იც­ვლე­ბა მთელ ტა­ძარ­ში შავი ფე­რე­ბი ნა­თე­ლით. ეს იმის ნიშ­ნად ხდე­ბა, რომ მე­ნელ­სა­ცხებ­ლე დე­დებ­მა ად­რი­ა­ნი დი­ლით, ჯერ კი­დევ სიბ­ნე­ლე­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე იხი­ლეს ნათ­ლით მო­სი­ლი ან­გე­ლო­ზი და მის­გან ის­მი­ნეს ხა­რებს იესო ქრის­ტეს აღ­დგო­მის შე­სა­ხებ.

სა­დღე­სას­წა­უ­ლოდ შე­მო­სი­ლი დი­აკ­ვა­ნი, რო­გორც ან­გე­ლო­ზი, გა­მო­დის ტაძ­რის შუ­ა­გულ­ში, გარ­და­მოხ­სნის წინ, და სა­ხა­რე­ბის კი­თხვით ხალ­ხს მა­ცხოვ­რის აღ­დგო­მას ამ­ცნობს. ამის შემ­დეგ წირ­ვა ჩვე­უ­ლებ­რივ გრძელ­დე­ბა, ოღონდ “ღირს არ­სის” ნაც­ვლად იგა­ლო­ბე­ბა “ნუ მტირ მე, დე­დაო…”.

წირ­ვის დამ­თავ­რე­ბის შემ­დგომ აკურ­თხე­ბენ ღვი­ნო­სა და პურს მლოც­ველ­თა სა­ნუ­გე­შოდ და გან­სამ­ტკი­ცებ­ლად. ამას “მო­ცი­ქულ­თა საქ­მე­ე­ბის” კი­თხვა მოს­დევს, რაც შუ­ა­ღა­მი­ა­ნის ლოც­ვამ­დე გრძელ­დე­ბა.

ღა­მის თორ­მეტ სა­ა­თამ­დე აღეს­რუ­ლე­ბა შუ­ა­ღა­მი­ა­ნი, რომ­ლის დრო­საც იკი­თხე­ბა დიდი შა­ბა­თის კა­ნო­ნი, მის და­სას­რულს კი სამ­ღვდე­ლო­ე­ბა ტაძ­რის შუ­ა­გუ­ლი­დან აღ­სავ­ლის კა­რით უხ­მოდ გა­და­ას­ვე­ნებს გარ­და­მოხ­სნას სა­კურ­თხე­ველ­ში, წმინ­და ტრა­პეზ­ზე, სა­დაც ის უფ­ლის ამაღ­ლე­ბის დღე­სას­წა­უ­ლამ­დე რჩე­ბა, ნიშ­ნად იმი­სა, რომ იესო ქრის­ტემ მკვდრე­თით აღ­დგო­მის შემ­დეგ ორ­მო­ცი დღე დაჰ­ყო ამ­ქვეყ­ნად.

ამის შემ­დეგ მორ­წმუ­ნე­ნი სა­სო­ე­ბით ელი­ან შუ­ა­ღა­მის დად­გო­მას, რო­დე­საც ჩვე­ნი უფ­ლის, იესო ქრის­ტეს, ბრწყინ­ვა­ლე აღ­დგო­მის უდი­დე­სი დღე­სას­წა­უ­ლი იწყე­ბა. აღ­დგო­მის სი­ხა­რუ­ლი უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლი­სა, რომ­ლის მსგავ­სიც დე­და­მი­წის ზურ­გზე არც არის და არც შე­იძ­ლე­ბა იყოს. ეს არის უსას­რუ­ლო სი­ხა­რუ­ლი მა­რა­დი­უ­ლი სი­ცო­ცხლი­სა და ნე­ტა­რე­ბი­სა. ეს ის სი­ხა­რუ­ლია, რო­მელ­ზეც თვით უფალ­მა თქვა: “უხა­რო­დეს გულ­თა თქვენ­თა და სი­ხა­რუ­ლი თქვე­ნი არა­ვინ მი­გი­ღოს თქვენ­გან” (იო­ა­ნე 16,12).

წყარო: ჟურ­ნალი “კა­რიბ­ჭე­”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved