დიდი ბრიტანეთის ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ერთობლივი კომიტეტი (JCVI) 12-15 წლის ჯანმრთელი ბავშვების ვაქცინაციას რეკომენდაციას არ უწევს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია ყველაზე მაღალი რისკის მქონე ბავშვებს უნდა ჩაუტარდეს, რომლებსაც თანხმლები დაავადებები აქვთ, მათ შორის გულის, ფილტვის, თირკმლისა და ღვიძლის ქრონიკული დაავადებები და ნევროლოგიური დაავადებები.
ვინაიდან ბავშვები დაბალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, ვაქცინაციისა და იმუნიზაციის კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ვაქცინაცია მხოლოდ უმნიშვნელო სარგებელს მოიტანს და, შესაბამისად, არასაკმარისი მტკიცებულება არსებობს აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის მასობრივი ვაქცინაციის შესათავაზებლად.
კომენტარები