• რეკლამა
  • კონტაქტი
20:36, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს უცნობ ნაერთთან, რთულ ქიმიურ ან რადიაქტიულ, სასწრაფოდ საჭიროა დეტოქსიკაცია – ჯიშკარიანი სააკაშვილზე

ალია ავტორი - ალია
12:13 12-19-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
438

ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი კიდევ ერთხელ საუბრობს მიხეილ სააკაშვილის მძიმე დიაგნოზების შესახებ და აღნიშნავს, რომ ეს დიაგნოზები გათავისუფლების საფუძველია. მისივე განმარტებით, უმრავლესობა მათგანი მოწამვლასთანაა კავშირში:

“კითხვებზე ვპასუხობ: რა დიაგნოზები აქვს მიხეილ სააკაშვილს ცნობისმოყვარე, სკეპტიკოსები მეკითხებიან? ძალიან მძიმე, წარმოადგენს გათავისუფლების საფუძველს. უმრავლესობა მათგანი კავშირშია მოწამვლასთან. სისხლში, თმაში – აღმოჩენილია: ვერცხლისწყალი, დარიშხანი, ტალიუმი, ტყვია, ბისმუტი, ბარიუმი, ფრჩხილებში კადმიუმი, მანგანუმი, მცირე დოზებით, სიმპტომებთან კორელაციაში მიუთითებს ინტოკსიკაციაზე. დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს უცნობ ნაერთთან, რთულ ქიმიურ ან რადიაქტიულ, სასწრაფოდ საჭიროა დეტოქსიკაცია, როგორც შესაბამისი კვლევა, ისე მკურნალობა აქ ვერ ხორციელდება და ვერც განხორციელდება. შესაძლოა, მძიმე გამოსავალი. მკურნალობის შემთხვევაში რა აღდგება და რა არა არავინ იცის. ეს ყველაფერი განხორციელდა საქ. ციხეთა სისტემაში. ჩემი აზრით, დიდი ალბათობით, მე 18 ში და ალბათ მერეც გრძელდებოდა, გარკვეული სქემით ქრ. ინტოკსიკაციით. ასეთ სიტუაციაში, ადამიანის ჩატოვება ციხეში მკვლელობაა, 1 წელია ვუყურებთ პიროვნების ფიზიკურ და ფსიქიკურ განადგურებას, უმრავლესობა ეს მძიმე მეტალები ნეირო ტოკსიურია და ანადგურებს ფსიქიკას, ნერვულ სისტემას და ა.შ. როგორც ჩანს, არც არავის უნდა ამ საქმის გამოძიება. ჯერ კიდევ 2021 ის დეკემბერში ყურადღება მიიპყრო ნეიროლეფსიურმა სიმპტომატიკამ,  მე 18 ში ცენტრი ემპათიას დიაგნოზები იყო: დაუზუსტებელი გულყრა და დელირი (გამგები გაიგებს) ჩვენი განცხადებების საფუძველზე დაინიშნა ტოკსიკოლოგიური ექსპერტიზა, რომელიც 1 წლის მერეც ვერ ჩაატარა გამოძიებამ.  2022 ის 5 მაისს მორიგ დასკვნაში კვლავ მოვითხოვეთ ტოკსიკოლოგიური ექსპერტიზა. თმის ანალიზის შემდეგ, ჩვენ ვითხოვეთ ამერიკელი ტოკსიკოლოგის ჩართვა, მან დაადგინა ინტოკსიკაცია მძიმე მეტალებით და არასწორი მკურნალობა. გახსოვთ, ალბათ, ჩვენი განცხადება ფსიქოფარმაკოლოგიურ წამებაზე.
დასკვნა რატომ არის დიდი, ზოგი უმეცარი მეკითხება? იმიტომ რომ, 1 წლიან პერიოდს მოიცავს და სასამართლოსთვის დაიწერა და არა ფბ. ს მომხმარებლებისთვის.
კიდევ თუ გაქვთ კითხვები?
რაც შეეხება, “სტრესს, არ თუ ვერ ჭამს, თავსიზიანებს, პატიმრობას ვერ იტანს “- ეს ნარატივი – დეზინფორმაცია პროპაგანდა – ალბათ, მოწამვლის სცენარის ნაწილია, რომ ყურადღება სხვაგან წავიდეს.
ამ დროს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ PTSD და მძიმე ტრანზიტორული ეპიზოდები თავის ტვინის ორგანული დაზიანების და ინტოკსიკაციის ფონზე აღმოცენდა წამების შედეგად, დანარჩენი ყველა თუ არა უმრავლესობა სიმპტომები პირდაპირ კავშირშია ინტოკსიკაციასთან.
რა ვიცი, აჰა, მოკლე დასკვნა.” წერს მარიამ ჯისკარიანი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved